"მოიტანე და წადი", ანუ ადეიშვილის "ნაციონალური" მეთოდები

"მოიტანე და წადი", ანუ ადეიშვილის "ნაციონალური" მეთოდები

იუსტიციის ყოფილ მინისტრს ბიზნესმენი გურამ ხელაშვილი უჩივის და ამბობს, რომ ზურაბ ადეიშვილის პირადი პატიმარი იყო, არაადამიანურად აწამებდნენ და აიძულებდნენ, ეღიარებინა არა მხოლოდ ის დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია, არამედ მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის - ცეზარ ჩოჩელის წინააღმდეგაც მიეცა ჩვენება. ხელაშვილი ამტკიცებს, რომ ადეიშვილს რომ დასცლოდა, უამრავი ფულიანი "ნაციონალი" აღმოჩნდებოდა ციხეში.

გურამ ხელაშვილი: - სასტიკად მცემდნენ და მაწამებდნენ. ნაცემს ნეკა თითს რკინის კარსა და ჩარჩოს შუა ჩამაყოლებდნენ, კარს ბოქლომით დაკეტავდნენ და საათობით ასე მტოვებდნენ იმ იმედით, რომ გავტყდებოდი. უნდა მეღიარებინა, საბუთების გაყალბებით როგორ ჩავიგდე ხელში აეროპორტის ტრასაზე, ე.წ. "პეპელას" მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი და საწარმო, სადაც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს იყო სახელმწიფო ორგანიზაცია "ინჟმშენის" ერთ-ერთი გაერთიანება - "კპპ 1." გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ამ გაერთიანების დირექტორი ვიყავი და როდესაც "ინჟმშენს" გაერთიანება გამოეყო, ქონება და ორგანიზაცია შევიძინე. მიწა, რომელზეც ეს საწარმო იყო განთავსებული, სახელმწიფომ იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით გადმომცა.

2008 წელს, გამოსყიდვის პროცესი რომ დასრულდა, საბუთების გასაფორმებლად იურიდიული კომპანია დავიქირავე. როგორც ჩემი დაპატიმრების შემდეგ გაირკვა, ადეიშვილის ხალხი, კარგა ხანს ცდილობდა სხვადასხვა მაქინაციით ჩემს გამოჭერას, რომ მთელი ეს ქონება ხელში ჩაეგდო. მოკლედ 2010 წლის აგვისტოში დაიჭირეს ჩემი დაქირავებული იურისტები და ათქმევინეს, რომ მათ მაქინაციებისთვის გავურიგდი. დღეს ცილისმწამებლებს რცხვენიათ და მარწმუნებენ, სასამართლოში ვიტყვით, რომ ზეწოლას ვერ გავუძელითო. ადეიშვილმა შექმნა სისტემა, რომელიც ხალხს იმისთვის იჭერდა, რომ ერთს მეორისთვის დაებრალებინა რამე, მეორეს - მესამისთვის და ასე აკეთებდა ფულს. მჯერა, რომ როდესაც ქვეყანაში ფულის გადამხდელი აღარ დარჩებოდა, "ნაციონალები" ერთმანეთს დაერეოდნენ. ადეიშვილმა თადარიგი 2010 წელს დაიჭირა. ამას მივხვდი, როდესაც ჩოჩელის ჩაძირვაში მონაწილეობა მომთხოვეს. ადეიშვილისთვის ფული იყო მთავარი. "მოიტანე და წადი", - კბილებში გამოცრილი ეს ორი სიტყვა მისი ხელქვეითებისთვის იმას ნიშნავდა, რომ ვისგანაც მინისტრი ფულის მოტანას დაავალებდა, "ნემსის ყუნწში" უნდა გაეძვრინათ. ვინც ამ "ყუნწში" ნებით გაძრომაზე უარს იტყოდა...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა