პრემიერი: მიხეილ სააკაშვილი ბრუნდება

პრემიერი: მიხეილ სააკაშვილი ბრუნდება

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებასა და აქტიურ პოლიტიკაში ჩაბმას აპირებს. ეს უკვე გადაწყვეტილია და ექსპრეზიდენტს აზრს მამაზეციერიც ვერ შეაცვლევინებს, - წერს გაზეთი "პრემიერი" სტატიაში სახელწოდებით - "მიხეილ სააკაშვილი ბრუნდება".

"პრემიერის" ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, "ნაციონალების" ცენტრალურ ოფისში სულ უფრო თამამად და ღიად ამბობენ, რომ ჩატარებული არჩევნები საპარლამენტო არჩევნებში წარმატების რეპეტიცია იყო, რომელმაც სააკაშვილის დადებითი შეფასება დაიმსახურა.

"ნაციონალების" ლიდერებში არც იმას მალავენ უკვე, რომ სააკაშვილმა დაბრუნება გადაწყვიტა და "ოცნების" ხელისუფლებას სწორედ ის გამოუყვანს წირვას.

"თავის დროზე შევარდნაძეს უფრო მეტი მომხრე ჰყავდა, ვიდრე ახლა ჰყავს "ოცნებას". 2003 წელს არ იყო თუნდაც სოციალური ქსელები, რაც საკმაოდ დიდი იარაღია საარჩევნო პერიოდში და პოლიტიკური ბრძოლის დროს. ამიტომ არჩევებამდე ერთი წლით ადრე დაიწყება პროცესები, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებით დასრულდება", - აცხადებს "პრემიერთან" საუბარში პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრი, რომელიც ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს თავისი ვინაობის გამჟღავნებას.

ცნობილი ხდება, რომ სააკაშვილი საქართველოში სწორედ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე დაბრუნდება. მანამ კი ის შეეცდება, უკრაინაში იმდენად პოზიტიურად წარმოჩნდეს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მის მიმართ სიმპათიები ღიად გამოხატოს, - წერს გამოცემა.

წყარო

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?