სააკაშვილი ძებნილი ხდება - რომელი ქვეყანა მისცემს პოლიტიკურ თავშესაფარს ყოფილ პრეზიდენტს?

სააკაშვილი ძებნილი ხდება - რომელი ქვეყანა მისცემს პოლიტიკურ თავშესაფარს ყოფილ პრეზიდენტს?

"კრიმინალებს არ ელაპარაკებიან, მათ ასამართლებენ! ორშაბათი ძალიან მძიმე დღე აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილისთვის, ის უკვე დაბარებულია პროკურატურაში საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. პროკურატურა მკაცრად ასაიდუმლოებს , კონკრეტულად რომელ საქმეზე აპირებს სააკაშვილის დაკითხვას. თუკი ის ნებით არ გამოცხადება პროკურატურაში, მას ძალით ჩამოიყვანენ. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილს 10 საქმეზე იბარებდა პროკურატურა, თუმცა ირკვევა, რომ დაემატა ახალი გარემოება, სადაც მან საგამოძიებო მოქმედებებში უნდა მიიღოს მონაწილეობა. რა არუს ეს საქმე, რაც ჯერ გასაჯაროვებულა?" - წერს გაზეთი "ქრონიკა" სტატიაში სათაურით სააკაშვილი ძებნილი ხდება!!! / რომელი ქვეყანა მისცემს პოლიტიკურ თავშესაფარს ყოფილ პრეზიდენტს?

"ქვეყანას მაფიოზური კლანი რომ მართავდა და ეს არ იყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ჯგუფი, ამაზე ტომეულები დაიწერა. ქვეყანას რომ 300 000 პრობაციონერი ჰყავდა და მათი დიდი ნაწილი უსამართლოდ იყო გასამართლებული, ესეც ვიცით. არც ისაა დამალული, რომ სახელმწიფოში არსებობდა "სიკვდილის ესკადრონები" ხდებოდა ადამიანების გატაცება, ბევრი მათგანი გამქრალია და მათ კვალს ვერავინ აგნებს, ამაზე თავად პრემიერი საუბრობდა. სააკაშვილის გარეშე რომ დამლაგებელი არ ინიშნებოდა და თითოეული დეტალი მასთან თანხმდებოდა, ამას პირად საუბრებში მისივე გუნდის წევრები ადასტურებენ. არც ერთი პოლიტიკური დაპატიმრება თუ მკვლელობა ,მასთან შეუთანხმებლად რომ არ უგეგმებოდა, ეს რამდენიმე ჩანაწერიდან იკვეთება. მათ შორისაა ე.წ. "ჯაშუშების" საქმე - საზოგადოებამ საკუთარი ყურით მოისმინა შს მაშინდელი მინისტრი სააკაშვილს ფოტორეპორტიორების საქმეზე დეტალურ ინფორმაციას რომ აწვდის. შესაბამისად, სააკაშვილი ვერ გაეცევა პასუხისმგებლობას ყველა იმ დანაშაულზე, რასაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საფარქვეშ სჩადიოდა. მაგრამ საინტერესოა, რა არის ახალი საგამოძიებო მოქმედება, სადაც ექსპრეზიდენტმა მონაწილეობა უნდა მიიღოს?" - აღნიშნავს გამოცემა.

"დედუქციის პრინციპით თუ ვიხელმძღვანელებთ და ახალ გარემოებებს გავიხსენებთ, სულ ახლახან "რუსთავის 2"-ის ყოფილი თანადამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. მოკლეს თუ თავი მოიკლა? ბოლო ერთი კვირააეს თემა პროკურატურამ მკაცრად გაასაიდუმლოვა. დაანონსებული ბალისტიკური ექპერტიზის პასუხი ამ დროისთვის ეცნობია და ოჯახის წევრებიც დღემდე დუმილს ინარჩუნებენ. ერთადერთი რაც ამ პერიოდში მოხდა ისაა, რომ პროკურატურამ ასევე მოულოდნელად მსოფლიოში აღიარებული და წამყვანი სისხლის სამართლის სპეციალისტთა ჯგუფი მოიწვია. თითოეულს გამოძიებული აქვს მსოფლიოში რეზონანსული საქმეები, რაც პოლიტიკური ლიდერების გადაცდომებს უკავშირდება, პოლიტიკოსების მკვლელობებსა და ომის დაწყების მიზეზებს. ეს კი ნიშნავს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამნაშავე ლიდერების გასამართლების პროცესში საქართველოს პროკურატურა პასუხისმგებლობის თანამონაწილედ ხდის მსოფლიოში აღიარებულ სისხლის სამართლის სპეციალისტებს", დასძენს გამოცემა.

"მაინც, რატომ დაემთხვა დროში ასე უცნაურად მათი ჩამოსვლა და ეროსი კიწმარიშვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალება. ხომ არ იბარებენ სააკაშვილს სწორედ ამ საქმის საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობისთვის? ცხადია, დღეს სააკაშვილი პროკურატურაში არ გამოცხადდება. თუმცა საბოლოოდ ვერ ასცდება პასუხისმგებლობას. გამოუცხადებლობის შემდეგ ის ძებნაზე გადაეცემა, ძებნილის სტატუსის მიღების შემდეგ კი ბევრს იწივლებს, იპანიკიორებს, იბაქიბუქებს, მაგრამ რალირად ის არის მშიშარა ნაძირალა, რომელიც თავის ცხოვრებას უცხო მიწაზე დაასრულებს - მას ალბათ რომელიმე ქვეყანა პოლიტიკური დევნილის სტატუსს მიანიჭებს და ძალიან დიდი ხნით თავისი პოლიტიკური გეგმებით დასამარდება", - წერს სტატიის ავტორი.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?