ვინ გადასცა მერაბიშვილის საიდუმლო თათბირის ჩანაწერი პროკურატურას

ვინ გადასცა მერაბიშვილის საიდუმლო თათბირის ჩანაწერი პროკურატურას

"მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით, მთავარმა პროკურატურამ საკმაოდ ვრცელი განცხადება გააკეთა. ამ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2007 წლის ნოემბრის აქციებში მონაწილე ხალხის დატერორება, სადამსჯელო ღონისძიებათა განხორციელება ვანო მერაბიშვილის კაბინეტში დაიგეგმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ 4 ნოემბერს, ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართულ ამ თათბირს ესწრებოდნენ ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი, დათა ახალაია, გიგი უგულავა და გუბერნატორები. ძალზე საგლისხმო ფაქტია, რომ პროკურატურას არა მხოლოდ ამ თათბირზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე აქვს დეტალური ინფორმაცია, არა მხოლოდ ის იცის, რა განაცხადა თათბირზე მერაბიშვილმა, არამედ მისი ნათქვამის ციტირებაც კი მოჰყავს. კერძოდ, როცა მერაბიშვილი თათბირის მონაწილეებს დავალებებს აძლევდა, ასეთი რამ თქვა: "გალახული კაცი საქართველოში არის ჩმორი და მაშინვე კარგავს გავლენას, ჯგუფები შექმენით, სცემეთ, თირკმელებში ურტყით, დაიჭირეთ, გადმოიბირეთ, ნარკოტიკები ჩაუდეთ, გარეთ ერთი ახალაია მიხედავს, შიგნით მეორე დახვდება". საინტერესოა, საიდან აქვს მთავარ პროკურატურას მერაბიშვილის გამონათქვამის ზუსტი ციტატა. ცხადია, ამ დახურული თათბირის სტენოგრამას არავინ გააკეთებდა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით ვინ გადასცა მერაბიშვილის საიდუმლო თათბირის ჩანაწერი პროკურატურას.

"ალიას" სანდო წყარომ განუცხადა, რომ ამ საიდუმლო თათბირს კიდევ ერთი ადამიანი ესწრებოდა და მის შესახებ პროკურატურას არაფერი უთქვამს. ეს ადამიანი ყოფილა ვანო მერაბიშვილის მოადგილე, იმჟამად ქვეყნის უშიშროების ყველა სამსახურის კურატორი ამირან მესხელი. წყარო აცხადებს, რომ მესხელმა ეს თათბირი თავიდან ბოლომდე ჩაწერა და ჩანაწერი მთავარ პროკურატურას უცხოეთიდან გამოუგზავნა. ამდენად, გამოძიებას არა მხოლოდ ის ინფორმაცია აქვს საიდუმლო თათბირის შესახებ რაც გაახმაურა, არამედ ამ თათბირის სრული ჩანაწერი. გარდა ამისა, მესხელს 2007 წლის აქციების, "ტელეიმედის" დარბევისა და იმ ფაქტების შესახებ, რის გამოც მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე ბრალი წაუყენეს, დამატებით სხვა ინფორმაციებიც გადაუცია პროკურატურისთვის, მათ შორის, აუდიო და ვიდეომტკიცებულებები. წყარო ირწმუნება, რომ მესხელი არა მხოლოდ ვანო მერაბიშვილთან, ყველა სხვა მაღალჩინოსანთან ჩატარებულ თათბირებს იწერდა და ინახავდა. სევე, იწერდა მისსავე კაბინეტში ჩატარებულ თათბირებს. უშიშროების სამსახურების უფროსს, რომელსაც შს სამინისტროს არსენალში არსებულ ყველანაირ ტექნოლოგიაზე, მათ შორის, ფარული ჩაწერის უახლეს საშუალებებზე მიუწვდებოდა ხელი, ამის გაკეთება ნამდვილად არ გაუჭირდებოდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"ინფორმაცია, რომ პროკურატურას ეს ჩანაწერი ამირან მესხელმა გადასცა და საერთოდ, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სარწმუნო რამდენიმე ფაქტორის გამოა. ქართული მედიით არაერთხელ გახმაურებულა ინფორმაციები, რომ მრავალ დანაშაულში ეჭვმიტანილი ამირან მესხელი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან თავის არიდების მიზნით, უცხოეთიდან უხვად ამარაგებს ქართველ სამართალდამცავებს. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ მესხელმა მიაწოდა გამოძიებას დეტალური ინფორმაცია და სხვა სახის მტკიცებულებები, სამხედრო დაზვერვის ოფიცრის, პაატა ქარდავასა და სატყეო დეპარტამენტის რეინჯერის, დავით ცინდელიანის მკვლელობების შესახებ", - წერს სტატიის ავტორი.

"ამირან მესხელს მართლა გადასარჩენად აქვს საქმე და დამაჯერებელია, რომ პასუხისმგებლობის არიდების მიზნით, გამოძიებასთან ეთანამშრომლა. მესხელი იყო სპეცოპერაცია "ენვერის" მთავარი ორგანიზატორი, მან შეათითხნა ეს საქმე, რომლის საფუძველზეც 18 კაცი დაიჭირეს შპიონაჟის ბრალდებით და 8 მათგანი ციხეში ჩასვეს. ამირან მესხელის სახელს უკავშირდება ასევე სამცხე-ჯავახეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ბიზნესმენთათვის შანტაჟის, დაშინების, ფიზიკური ზეწოლის, წამების მეთოდებით ქონების წართმევის არაერთი შემთხვევა, რასაც ვანო მერაბივილის დაკვეთით ახორციელებდა და ხშირად, საკუთარი ინიციატივითაც. ამირან მესხელის წინააღმდეგ, პროკურატურაში არაერთი საჩივარია შეტანილი. მიუხედავად ამისა, პროკურატურაში მესხელის წინააღმდეგ საქმე დღემდე არ აღძრულა. მის შესახებ ჩვენი სამართალდამცავები მეტად საეჭვოდ დუმან. აქედან გამომდინარე, სრულიად სარწმუნოა, რომ მესხელი ხელშეუხებლობის სანაცვლოდ თანამშრომლობს მთავარ პროკურატურასთან და მიხეილ სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობის" სხვა ლიდერების დანაშაულის მტკიცებულებებს გადასცემს", - დასძენს გამოცემა.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?