ლალი მოროშკინა სააკაშვილს მეუღლის მკვლელობაში ადანაშაულებს

ლალი მოროშკინა სააკაშვილს მეუღლის მკვლელობაში ადანაშაულებს

"ლალი მოროშკინა სააკაშვილს მეუღლის მკვლელობაში ადანაშაულებს", - სტატიას ამ სახელწოდებით გაზეთი "ალია" აქვეყნებს. გამოცემასთან ლალი მოროშკინა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის მის ოჯახზე გავლენაზე საუბრობს.გარდა ამისა, მოროშკინა ექს-პრეზიდენტს ხასიათის უარყოფით მახასიათებლებზე  საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

"მიხეილ სააკაშვილი ბავშვობიადნ იყო დაკომპლექსებული და ამიტომაც დააპატიმრა მთელი კლასი, სადაც ის სწავლობდა. ვერასოდეს იტანდა ადამიანებს, რომლებიც წინ მიდიოდნენ, რაღაცით მას სჯობდნენ. მოწაფეობის პერიოდში ყოველთვის გარიყული იყო ჩამშვები ბუნების გამო და როგორც კი პრეზიდენტი გახდა თავისი კლასელები ციხეში გამოკეტა. მათ შორის ჩემი ყოფილი მეუღლე, ნუკრი ჩაგანავა, რომელიც დიღმის მიწებთან დაკავშირებით დაიჭირა და მისმა ხელქვეითებმა ისე სცემეს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ გარდაიცვალა. თავიდან თითქოს მეგობრობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მიშამ ყველას ჩაშვება დაიწყო, ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ნუკრის ქონება ჩამოართვა პირადად ვანო მერაბიშვილმა. როცა წაიყვანეს, ხელჩართული ბრძოლა გაიმართა, მე მაშინვე ვიცოდი, რომ სააკაშვილი შურს იძიებდა და ეს გააკეთა კიდეც. ახლა ისეთ რაღაცას ვიტყვი, შეიძლება ბევრმა არ დაიჯეროს, მაგრამ რა მეთოდიც ამათ ირინა ენუქიძის წინააღმდეგ გამოიყენეს, იგივე გამოიყენეს ჩემი მეუღლის წინააღმდეგაც.

თუ ზოგიერთს ქუჩაში ცხრილავდნენ, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ფარულად შხამს ასმევდნენ და ნელი მოქმედებით კლავდნენ. ჩემი ქმარი არც ქუჩის ბიჭი იყო და არც ისეთი ტიპი, რომ რაღაცა მოეწყოთ, სერიოზული ბიზნესი ჰქონდა. ასეთების მოსასპობად სააკაშვილი და მისი ხელქვეითები იყენებდნენ საწამლავს. თუ გახსოვს, მიშა სააკაშვილმა თავისი საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო დიღმის მიწებით.

სხვათა შორის, სააკაშვილს ეს ამბავი მაინც აწუხებდა, ეტყობა, რაღაც მომენტში ნანობდა და ამიტომ მთხოვა, შენი უფროსი შვილი, სანდრო შემახვედრეო. ჩვენ შევხვდით 2008 წელს, ომამდე, მეთიუ ბრაიზაც მოიყვანა. სანდროს ეუბნება, მე და მამაშენი ბავშვობის მეგობრები ვიყავით, ბოდიშს გიხდი, გასვენებაში რომ ვერ მოვედიო. მან ვერ გაბედა დაკრძალვაზე მოსვლა, მაგასაც ვაჟკაცობა უნდა", - ამბობს ლალი მოროშკინა "ალიასთან" ინტერვიუში.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?