მიატოვა თუ არა ფეხმოტეხილი ნუკი კოშკელიშვილი ამერიკელმა შეყვარებულმა - ტელეწამყვანის მძიმე ზაფხული, ავარია და ახალი პრიორიტეტები

მიატოვა თუ არა ფეხმოტეხილი ნუკი კოშკელიშვილი ამერიკელმა შეყვარებულმა - ტელეწამყვანის მძიმე ზაფხული, ავარია და ახალი პრიორიტეტები

ნუკი კოშკელიშვილს მძიმე ზაფხული ჰქონდა. ტელეწამყვანი ჯერ ავარიაში მოყვა, შემდეგ კი ფეხი მოიტეხა. "ქალ მძღოლს დავეჯახე, გზაჯვარედინიდან ამოვარდა მაღალი სიჩქარით და შემასკდა", - ავარიის დეტალებს კოშკელიშვილი ჟურნალ "სარკესთან" ყვება. ამასთან, ნუკი ამბობს, რომ ავარიის შემდეგ ფეხის მოტეხის მიზეზი გახდა ის, რომ ქვაფენილზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მიდიოდა, როდესაც ფეხი გადაუტრიალდა და მოტყდა.

"სარკესთან" ინტერვიუში ტელეწამყვანი პირად ცხოვრებაზეც საუბრობს. ამბობს, რომ ამჟამად მისთვის სიყვარულზე მეტად პრიორიტეტული კარიერაა. გთავაზობთ მცირე ამონარიდს ინტერვიუდან:

- პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეები ხომ არ გაქვთ, თქვენი ამერიკელი შეყვარებული როგორ არის?

- ბენი ამ ზაფხულს არ მინახავს. ჩემს პირადში საინტერესო არაფერი ხდება. ამ წელს ძალიან არასაინტერესო ვარ, ამიტომ გადავწყვიტე, პირადზე აღარ ვილაპარაკო.

მინდა, უფრო მეტად პროფესიას მივხედო და პირადი ცხოვრება ცოტა ხნით გვერდზე გადავდო. ჩემსა და ბენს შორის არაფერი მომხდარა, უბრალოდ მინდა, წელს უფრო კარიერულ წინსვლაზე ვიფიქრო და არა - სასიყვარულო ისტორიაზე. მე ისევ ისე მიყვარს ბენი, მასაც თუ ასე ვუყვარვარ, ეს უკვე არ ვიცი. ახლა ცოტა "დაბრაკული" ვარ ამ ფეხის გამო, - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ | ნუკი კოშკელიშვილი ბიკინში - სამოყვარულო ფოტოები (+PHOTO)

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?