"სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება" - შს მინისტრის სკანდალური ინტერვიუ სააკაშვილის საიდუმლო თათბირებსა და სამოქმედო გეგმაზე

"სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება" - შს მინისტრის სკანდალური ინტერვიუ სააკაშვილის საიდუმლო თათბირებსა და სამოქმედო გეგმაზე

ბოლო განახლება | იგეგმებოდა თუ არა ჭიკაიძის განეიტრალება - "ამის მტკიცებულებები და ფაქტები მაქვს..."

"ალია" შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც ჭიკაიძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება, რომლის უკანაც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ კონტროლირებადი ჯგუფები დგანან. ჭიკაიძის თქმით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებულია გამოძიება, მაგრამ ხელისუფლებას წინ დიდი გამოწვევები ელოდება.

"ეს ძალა უკავშირდება "ნაციონალურ მოძრაობას" და მიხეილ სააკაშვილს, ჩემთვის ცნობილია, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისცა კონკრეტული დავალებები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს, ეს დავალებები კიევსა და თურქეთში ჩატარებული თათბირებზე გაიცა. ამ შეხვედრების მთავარი თემა არ იყო შიდა პარტიული საკითხები, სააკაშვილმა ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად კონკრტული დავალებები და გეგმები მისცა.

მიხეილ სააკაშვილს მიცემული აქვს დავალებები, რომ შექმნას კარგად ორგანიზიებული 500 კაციანი მობილური ჯგუფი, რომელიც თავის მხრივ დაიყოფა ცალკეულ მობილურ ჯგუფებად. მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის პოლიციის თავლწინ, ეცადონ მოახდინონ პოლიციის პროვიცირება, შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები, მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები, სხვადასხვა თემების მანიპულირებით, როგორიცაა კრიმინოგენური ვითარება, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა, გამოიყენონ დევნილთა პრობლემები, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვების პროვიცირება, შექმანან ქაოსური ვითარება. მათი მიზანია შექმნან ნეგატიური ფონი როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე უცხოურ მედიაში და დიპლომატიურ საზოგადოებაში. მაგალითად, "თავისუფალი ზონის" წევრებს მიეცათ დავალება სასწრაფო დახმარების ექიმებისგან მიიღონ ინფორმაციები პიროვნების გარდაცვალების შესახებ და ეს გააპიარონ იმ კუთხით, რომ თითქოსდა ახალმა მთავრობამ შეუზღუდა მოსახლებას სასწარაფოს გამოძახება და ეს არის ამის შედეგი. ამ გზით სურთ ნეგატიურად წარმოაჩინონ ის რეგულაციები, რაც მთავრობამ მიიღო სასწრაფოს რეფორმირებისათვის.

საკაშვილისვე დავალებით, ქაოსის შექმნის გეგმაში უნდა ჩართონ ეროვნული უმცირესობები, უნდა შეიქმნას ეროვნული უმცირესობებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები საქართველში.  ეს არის ნაწილი გეგმისა,  რასაც სააკაშვილი გეგმავს. ამ გეგმას პირადად ვაცხადებ, რომ განხორციელება არ უწერია! ისინი ვერც იმ ილუზიას შექმნიან, რომ თითქოს ქვეყანაში არის ქაოსი და ანარქია. მათი სურვილები დარჩება სურვილებად. დღეს, საქართველოში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, ბევრი მათგანის აზრი ჩემთვის გასათვალისწინებელია და მათ საქმიანობას პატივს ვცემ, მაგრამ რომელი ორგანზიაციებიც თქვენ ჩამოთვალეთ, სამწუხაროდ ისინი არასამთავრიობო ორგანიზაციის საფარქვეშ მოქმედებენ და რეალურად ემსახურებიან კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მათ ქვეყანაში შექმნან ქაოსის ილუზია, ყველამ გაიგოს, ვინც ანტიკონსტიტუციური გზით წავა და ქვყანას საფრთხეს შეუქმნის, კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად დაისჯება!

- თქვენ საკმაოდ სერიოზული ინფორმაციები ჩამოთვალეთ, რას აკეთებს სამინისტრო ამის პრევენცისათვის?

- ჩვენ განვახორციელებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების აღსაკვეთად. უკვე მიღებულია კონკრეტული ზომები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტს ვერ დავკონკრეტდები, - ამბობს გამოცემასთან საუბრისას ალექსანდრე ჭიკაიძე.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?