"მიხეილ სააკაშვილი აქციებისთვის ემზადება" - დავით დარჩიაშვილი აშშ-ში სააკაშვილთან შეხვედრის დეტალებზე

"მიხეილ სააკაშვილი აქციებისთვის ემზადება" - დავით დარჩიაშვილი აშშ-ში სააკაშვილთან შეხვედრის დეტალებზე

"ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლახან შევხვდი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს - ამერიკაში პრეზიდენტი გადამდგარია თუ არა, მაინც პრეზიდენტად მოიხსენიებენ - მშვენიერ განწყობაზეა, ენერგიულად არის. ორი დღე მასთან სახლში მომიწია ცხოვრება. მქონდა შეხვედრები პენსილვანიაში ქართულ დიასპორასთან, სადაც ქართველებს ვენახი აქვთ ჩაყრილი, აქვთ ქვევრი. ძალიან თბილის შეხვედრა გვქონდა. დაახლოებით ასამდე იქ მცხოვრებ ქართველს შევხვდით", - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი დავით დარჩიაშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დავით დარჩიაშვილი: "მიხეილ სააკაშვილი აქციებისთვის ემზადება".

"რასაკვირველია ვისაუბრეთ პოლიტიკაზე, საერთაშორისო გარემოზე, უკრაინის პრობლემატიკაზე, აშშ-ის პოლიტიკაზე და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. სააკაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ისე მიჰყავს საქმე, ჩვეულებრივი, დემოკრატიული პროცესით ოპონირების საშუალება სულ უფრო და უფრო ნაკლებად რჩება. საპროტესტო აქციები პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია - რაც არ მოგწონს ქვეყანაში უნდა გამოხვიდე და გააპროტესტო, დანარჩენი კი საზოგადოების გადასაწყვეტია არჩევნების გზით", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით დარჩიაშვილი.

"ივანიშვილის გარეშე არაფერი ხდება "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მხრიდან. დაჩქარდება ისეთი პროცესები, რომელიც ქვეყანას არ წაიყვანს ნორმალური განვითარების გზით. სამწუხაროა, რომ მათ არ ესმით არგუმენტის ძალა, არ უნდათ რომ სიტყვებით იყოს პაექრობა და აზრთა ჭიდილი. გადმოდიან ფიზიკური განადგურების მცდელობაზე, ამას კი ყოველთვის დახვდება ძალა - ეს, უბრალოდ, ცხოვრების კანონია. ჩვენ ვრეაგირებთ იმ თავდასხმებზე, რასაც ადგილი აქვს აქვს. თავდასხმები მუდმივად ხდება. ახლაც პროვოკაციის შედეგად პირდაპირ გამოცხადდა "თავისუფალი ზონის" ოფისზე თავდასხმა. წინა მოვლენებთან დაკავშირებით აბსოლუტურად არ იყო პოლიციის ქცევა ადეკვატური - პოლიცია იმისთვის არის, რომ სასწრაფოდ აღკვეთოს ნებისმიერი ძალადობა", - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვას - "ბატონო დავით, ორი წლის თავზე რა შეგიძლიათ თქვათ ხელისუფლებაზე - არსებობს თუ არა ისეთი გზავნილი, რომელსაც ეთანხმებით, არაფერი არ მოგწონთ?" - პასუხობს:

"სამწუხაროდ, არაფერი. ეს არის შურისმაძიებელთა ჯგუფი. ყველაფერი გადაფარულია მუდმივი სიძულვილის ენით, ისეთი ქმედებებით, რომლითაც უნდა დაგვშალონ როგორც ოპოზიცია და გაგვანადგურონ. ამაზე აქვთ მთელი ენერგია მიმართული და არა ქვეყნის განვითარებაზე".

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?