როდის გადაურჩა თბილისის მეტრო ორ ტერაქტს?

როდის გადაურჩა თბილისის მეტრო ორ ტერაქტს?

"საქართველოს ავაცილეთ ლოკალური ბრძოლები პანკისის ხეობაში, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა რუსეთის "სპეცნაზის" შემოსვლა და ქალაქ თბილისს თავიდან ავაცილეთ მინიმუმ ორი ტერაქტი მეტროში. ამის გამო მადლობაც არავის უთქვამს. სამაგიეროდ, ვიღაცებმა ქულები ჩაიწერეს, სავარძლებში ჩასხდნენ და დიდების შარავანდედი დაიდგეს თავზე", - ამ განცხადებას კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელი, ზაალ კასრელიშვილი გაზეთ "პრაიმ ტაიმთან" ინტერვიუში აკეთებს. ამავე ინტერვიუში ის 2012 წლის "ლაფანყურის საქმეზე" და მისი გამოძიების შემდგომ პროცესებზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- როდის უნდა მომხდარიყო ეს ორი ტერაქტი თბილისის მეტროში?

- 2012 წლის ნოემბრის პირველ ნახევარში. სწორედ მაშინ გადაურჩა თბილისი მეტროში ტერაქტს. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ.

- დღეს ეს საფრთხე აღარ არსებობს?

- შურისძიების გრძნობა არ ჩაცხრა. ყველა გამოძიების შედეგებს ელოდება. ჩრდილოკავკასიელებს ქართვლებთან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდათ პროვოკატორების გამო. სხვათა შორის, ისინი თავიანთ პროვოკატორებსაც ასახელებენ. არ გეგონოთ, რომ მარტო ქართვლეებს, რუსებსა და თურქებს ასახელებენ, რომლებც ამ პროვოკაციაში მონაწილეობდნენ. რა თქმა უნდა, თუ დასკვნა არ დაიდება, ჩვენი კავკასიელი მეზობლების ინტერესები შეილახება და მათი სამართლიანი მოთხოვნის იგნორირება მოხდება, რა თქმა უნდა, ეს ჭრილობაც ისევ გაიხსნება. ვინც ეს პროვოკაცია მოაწყო 2012 წელში, ის ისევ მოახერხებს ინციდენტების პროვოცირებას. გაუჭირდებათ, თუ 90-იანი წლებიდან დღემდე ერთი და იგივე ილეთით არ გვამარცხებენ?

- ვის გულისხმობთ? ვისგან შეიძლება წამოვიდეს იგივე საფრთხე?

- იგივე სპეცსამსახურებიდან შეიძლება წამოვიდეს ეს საფრთხე და ახლა უკვე რადიკალური ისლამის მეომრებისგან, რომლებმაც სირია მიწასთან გაასწორეს და ნახევარი ერაყი დაიპყრეს.

- ეს საფრთხე რეალურია?

- რა თქმა უნდა, საფრთხე რეალურია. როდის არ იყო რადიკალური ისლამისტებისგან საფრთხე? ახლა მით უმეტეს, როცა საქართველოში, აზერბაიჯნაში, ჩრდილოეთ კავკასიაშიც ისეა გამრავლებული იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც რადიკალურ ისლამს ქადაგებენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებებსაც უჭირთ მათთან გამკლავება.

მარიამ ნადირაძე

გაზეთი "პრაიმ ტაიმი"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?