რას პასუხობს ნინა სააკაშვილთან სექსუალურ ურთიერთობაზე გავრცელებულ ხმებს

რას პასუხობს ნინა სააკაშვილთან სექსუალურ ურთიერთობაზე გავრცელებულ ხმებს

ნინა წკრიალაშვილი, რომელიც სულ ახლახანს ახალი ტელევიზიის, "მარაოს" სახე გახდა, მორიგი მყვირალა სათაურით აღმოჩნდა პრესის ფურცლებზე. საქმე ის არის, რომ მომღერალმა "სარკეში" გამოქვეყნებულ სტატიაში უპასუხა მოარულ ხმებს მიხეილ სააკაშვილთან ახლო ურთიერთობაზე. გთავაზობთ ამონარიდს "სარკეში" გამოქვეყნებული სტატიიდან, სახელწოდებით - "ნინა წკრიალაშვილი - მიშა სააკაშვილთან რამე რომ მქონოდა, ვიტყოდი"

***

- ამას წინათ პოლიტიკოსმა პეტრე მამრაძემ ერთ-ერთ რუსულ არხზე გაკეთებულ გადაცემაში სკანდალური განცხადებები გააკეთა, თქვა, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის საყვარელ ქალებს მინისტრებად ნიშნავდა, მათ შორის თქვენც მოგიხსენიათ, რომ კულტურის მინისტრად დაგნიშნათ...

- ეს გადაცემა თავიდან ბოლომდე დეზინფორმაცია იყო. რომ ვუყურებდი, მეგონა, მეჩვენებოდა. მე რომელი ნორმალური პრეზიდენტი დამნიშნავდა კულტურის მინისტრად? ეს თანამდებობა კიდეც რომ შემომთავაზოს ვინმემ, აუცილებლად უარს ვიტყვი. იმხელა პასუხისმგებლობაა, რომ თავის გართმევას ნამდვილად ვერ შევძლებ. მიუხედავად იმისა, რომ კულტურის სამინისტროში ძალიან წარმატებულად ვმუშაობდი, ზუსტად ვიცი, რომ სახელმწიფო სამსახურს არასოდეს დავუბრუნდები. ეს არის დაუფასებელი, სადისტური შრომა დაბალი ანაზღაურებით.

რაც შეეხება იმას, რომ მიშას გოგო მიწოდა, რა თქმა უნდა, მძაფრი რეაქცია მქონდა. მიშას გოგო რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად გაიგებდა ყველა და საერთოდ, ეს არის მითები, რომლებიც პრეზიდენტის გარშემო იქმნებოდა. მიშას სად ეცალა ამდენი ქალისთვის. დამიჯერეთ, რაც მე მინახავს, აქეთ ეხვეწებოდა და ახტებოდა ყველა... ის, რომ მისი გოგო ვიყავი, არის აბსურდი! ამ გადაცემის ნახვის შემდეგ პეტრე მამრაძეს დავურეკე. არადა ასეთი რამ არასოდეს გამიკეთებია. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ვისაც რა უნდა, ის თქვას-მეთქი.

ჩემსა და მიშას შორის რამე რომ ყოფილიყო, დამიჯერეთ, ვიტყოდი. ჩემს ცხოვრებაში არასდროს არაფერი დამიმალავს და არც ამას დავმალავდი. მიშა არის პოლიტიკოსი, რომელმაც დანგრეული ქვეყანა სახელმწიფოდ აქცია და ამისთვის მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები. ერი, რომელსაც არავინ იცნობდა, მისი პრეზიდენტობის დროს მსოფლიომ გაიცნო. არ მაინტერესებს, ქვეყნის პირველი პირი რა გვარი იქნება ან ქვეყანას რომელი პოლიტიკური ძალა მართავს, მინდა, რომ ის რეფორმები, რაზეც მიშამ თავი მოიკლა და გააკეთა, წინ წავიდეს და უკუსვლა არ იყოს.

მიკვირს, რატომ არ ეზარებათ, ამდენი ილაპარაკონ ჩემზე... ძალიან ბევრი ტკივილია ჩემს ცხოვრებაში... ბევრს ვშრომობ იმისთვის, რომ ჩემს შვილს არაფერი მოაკლდეს. ზოგჯერ ბევრი რამ აკლია, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ სანდრომ ეს არ იგრძნოს. არასდროს ვიყურები უკან, ყოველთვის წინ ვიხედები... თუმცა ილაპარაკონ რამდენიც უნდათ, ალბათ როდესმე დაიღლებიან და გაჩერდებიან.

ლანა კიკნაძე

ჟურნალი "სარკე"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?