არსებობს ადამიანი, რომლიც მისი ასაკით და ჯანმრთელობით სარგებლობს - რეზო ჩხეიძის ქალიშვილი მამის პრორუსულ განცხადებებზე

არსებობს ადამიანი, რომლიც მისი ასაკით და ჯანმრთელობით სარგებლობს - რეზო ჩხეიძის ქალიშვილი მამის პრორუსულ განცხადებებზე

რეჟისორ რეზო ჩხეიძის ქალიშვილი გაზეთ "ვერსიასთან" ამბობს, რომ არ მოსწონს მამამისის მიერ გაკეთებული პრორუსული განცხადებები და აღნიშნავს, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც რეზო ჩხეიძის ასაკითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით სარგებლობს და მას ასეთ განცხადებებს აკეთებინებს.

ამონარიდი ინტერვიუდან:

- სამწუხარდოდ, ქართულ რეალობაში ინტელიგენციამ რუსული ძალებისგან შექმნილი კეთილდღეობა შეისიხლხორცა. ზოგი ამას საკუთარ კეთილდღეობისთვის აკეთებს, საკუთარ ინტერესებზე შეგნებულადაა შემდგარი, ზოგს კი შესაძლოა, გულწრფელად სჯერა.

- სხვათა შორის, მათ შორის არის მამათქვენი, რეზო ჩხეიძეც, რომელსაც ქვეყნის განვითარება რუსეთის გარეშე ვერ წარმოუდგენია.

- ამ თემაზე მასთან ბევრჯერ მიკამათია. ის გარკვეულწილად ასახავს იმ მოვლენას, რომლეზეც ვისაუბრე, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სხვა ფაქტორია ჩართული, რომელსაც ბოლომდე ვერ განვავრცობ. უბრალოდ, ინტელიგენციაში რუსული ძალების ზოგადი ფენომენის გარდა, რეზო ჩხეიძეზე გავლენას ერთი ადამიანი ახდენს. ეს ადამიანი მამაჩემის ასაკით და ჯანმრთელობით სარგებლობს და ასეთ განცხადებებს აკეთებინებს.

- ვინ არის ეს ადამიანი?

- ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ რეზო ამ ადამიანის გავლენის ქვეშაა. ამ თემაზე მეტს არაფერს ვიტყვი. საერთოდ ინტელიგენციის წინააღმდეგ მკვეთრი პოლიტიკის გატარების მომხრე არ ვარ. როგორც წესი, ამ ადამიანებს რუსული ძალებისკენ საზოგადოების ასეთი დამოკიდებულება უბიძგებდა. ამიტომ მათ წინააღმდეგ უფრო მოქნილები უნდა ვიყოთ და საერთოდ, ერთი აზრის წინაშე უნდა გავერთიანდეთ - საქართველომ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღიდგინოს. შესაძლოა სხვადასხვა საკითხზე განსხვავებული მოსაზრება გვქონდეს, მაგრამ დღეს საზოგადოება არ უნდა დავობდეს, ვის აქვს ქართული ტერიტორიები მითვისებული. ცოტა ხნის წინ მოვისმინე, აშშ-ია ოკუპანტიო. ვინც ასე ფიქრობთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს - აშშ-მა წაგართვათ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი? მთავარი ოკუპაციისგან გათავისუფლებაა, დანარჩენს ყველაფერს ეშველება.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?