ვინ არის ქალი, რომელმაც ნიკა მელიას შვილი გაუჩინა - "კარგი ოჯახის შვილია, წესიერიც და განათლებულიც"

ვინ არის ქალი, რომელმაც ნიკა მელიას შვილი გაუჩინა - "კარგი ოჯახის შვილია, წესიერიც და განათლებულიც"

ნიკა მელია მამა გახდა. მას ბიჭი ეყოლა და ალექსანდრე დაარქვა. აღსანიშნავია, რომ ნიკა მელია ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება, შესაბამისად, ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, თუ ვინ არის მისი შვილის დედა. როგორც აღმოჩნდა, ბავშვის დედას პირადად არც ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია იცნობს. ის ამის შესახებ ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში საუბრობს. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან.

სარკე: ყველას აინტერესებს, ვინ არის თქვენი შვილიშვილის დედა, რადგან ნიკა დაქორწინებული არ არის.

ანზორ მელია: მაიკო ბეგიაშვილია, ძალიან კარგი ქალი, კარგი ოჯახის შვილი და, რაც მთავარია, წესიერიც და განათლებულიც.

სარკე: იცნობთ მას?

ანზორ მელია: ჯერ არ ვიცნობ, მაგრამ ჩემი ახლობლები იცნობენ და მითხრეს, რომ ძალიან კარგი ქალია. მშობლებიც იყვნენ მოსული, ერთმანეთი გავიცანით და მისი მშობლები, დედაც და მამაც ძალიან მომეწონა - ინტელიგენტი, განათლებული ხალხია.

სარკე: რას საქმიანობს თქვენი შვილიშვილის დედა?

ანზორ მელია: როგორც ნიკამ მითხრა, ბიოლოგია, მაგრამ ახლა, როგორც მოგეხსენებათ, პროფესიით არავინ მუშაობს. ერთი სიტყვით, ჯერ არ ვიცნობ, მაგრამ ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებ.

სარკე: შესაძლებელია თქვენი რძალი გახდეს?

ანზორ მელია: ნიკა ზრდასრული ადამიანია, როგორც თვითონ გადაწყვეტს, ისე უნდა გააკეთოს. ჩვენ ამით მოხარულები ვიქნებით, რადგან ჩემს შვილიშვილს ჯანმრთელი დედა სჭირდება.

სარკე: სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ შვილიშვილს ვისთან წაიყვანენ?

ანზორ მელია: ნიკას ცალკე საცხოვრებელი ბინა აქვს და, მე მგონი, იქ წაიყვანს, ჩვენ კი ყველანაირად ხელს შევუწყობთ.