ირაკლი ღარიბაშვილს მამუკა ბახტაძე შეცვლის? - უტა ივანიშვილის მეგობარი, რომელსაც პრემიერობას უწინასწარმეტყველებენ

ირაკლი ღარიბაშვილს მამუკა ბახტაძე შეცვლის? - უტა ივანიშვილის მეგობარი, რომელსაც პრემიერობას უწინასწარმეტყველებენ

როგორც პოლიტიკურ წრეებში, ასევე საზოგადოებაში არის განცდა, რომ მმართველი გუნდი დიდი საკადრო ცვლილებებისთვის ემზადება. ამ თემაზე სულ უფრო აქტიურად საუბრობენ და თუ აქამდე ამა თუ იმ მინისტრის მოხსნის თემას განიხილავდნენ, ახლა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის შემცვლელზეც საუბრობენ.

გაზეთ "ქრონიკა +"-ის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ხელმძღვანელის პოსტს ივანიშვილის გადაწყვეტილებით დატოვებს და მას მამუკა ბახტაძე ჩაანაცვლებს, რომელიც, გამოცემის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟის, უტა ივანიშვილის ახლო მეგობარია. გთავაზობთ ფრაგმენტს გაზეთის პუბლიკაციიდან სათაურით - "გახდება თუ არა მამუკა ბახტაძე პრემიერი?"

***

თვითმხილველები ამბობენ, რომ მას პარიზში ქუჩაში ხშირად ნახავთ "რუგზაკით". არ უყვარს დაცვით სიარული და ფუფუნების საგნებით "მარიაჟი". არ აწუხებს მილიარდერის შვილის კომპლექსები, ძალიან ბევრ დროს უთმობს სწავლას და წიგნებს.

ის ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილი - უტა ივანიშვილია. მამისთვის მის აზრს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს, საქართველოდან წასვლა მამას სწორედ უფროსმა შვილმა გადააფიქრებინა, - თუ მამა პოლიტიკაში ჩარევაზე უარს იტყოდა, მაშინ ის დამოუკიდებლად აპირებდა ამ ნაბიჯების გადადგმას.

"მართალია, მე იმ შედეგებს ვერ მივაღწევდი, რასაც მამა აკეთებს, მაგრამ მე ჩემი ქვეყნისთვის რაც შემეძლება, იმას აუცილებლად გავაკეთებ, მამაჩემი უკან არ დაიხევს, ეს გამორიცხულია. ჩვენ რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ. თუ საჭირო გახდება, პოლიტიკაში ყველა ფორმით ჩავერთვები და ყველა ფორმით დავეხმარები ჩემს ქვეყანას", - აცხადებდა უტა ივანიშვილი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

მას პოლიტიკაში ჩართვა აღარ მოუხდა, ისევე როგორც, "ქრონიკა+"-ის წყაროს ინფორმაციით, არ ერევა საკადრო გადაწყვეტილებებში.

კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უტა ივანიშვილის მეგობარი, მამუკა ბახტაძე შეცვლის და მას მამასთან რეკომენდაცია სწორედ უტა ივანიშვილმა გაუწია.

მამუკა ბახტაძე საქართველოს რკინიგზის დირექტორია და ამ თანამდებობაზე დანიშვნისას პრემიერის მაშინდელი მრჩევლის, გია ხუხაშვილის კანდიდატურად მოიაზრებოდა. იგი ამ თანამდებობაზე 2013 წლის სექტემბერში დაინიშნა.

მამუკა ბახტაძე საკმაოდ ახალგარდაა. 1982 წელს დაიბადა თბილისში, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები. შემდეგ მის ბიოგრაფიაში რუსული კვალი ჩნდება - ის ფლობს მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს, 2010 წელს INSEAD-ის ბიზნესსკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკცია. სწორედ ამ დროს გაიცნეს ერთმანეთი უტა ივანიშვილმა და მამუკა ბახტაძემ.

ბახტაძე 2013 წლამდე მუშაობდა "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში", გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. აღნიშნული კომპანია დავით ბეჟუაშვილის "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში შედიოდა". სწორედ ამიტომ მამუკა ბახტაძე დავით ბეჟუაშვილის კადრად მოიაზრება. მცირე ხნის განმავლობაში ბახტაძე "ცენტრპოინტ ჯგუფშიც" მუშაობდა. "საქართველოს რკინიგზა" მისი მესამე სამსახურია, მეოთხე სამსახური კი, შეიძლება, პრემიერ-მინისტრის პოზიცია გახდეს. მამუკა ბახტაძის გაპრემიერებაზე ბიძინა ივანიშვილი პოსტიდან წასვლის შემდეგაც ფიქრობდა. "თქვენ კარგად მიკარნახეთ, კარგი ბიჭია მამუკა ბახტაძე. სხვათა შორის, მე არ განვიხილავდი მას კანდიდატად, მაგრამ საინტერესო პიროვნებაა და შეიძლება ერთ ვარიანტად ესეც დარჩეს", - განუცხადა მაშინ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს, მაგრამ პოსტიდან წასვლის წინ არჩევანი ირაკლი ღარიბაშვილზე შეაჩერა.

ელისო კილაძე, "ქრონიკა +"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?