"სირები ვართ ყველა!" - სოსო ჯაჭვლიანი მისი პოლიტიკური გუნდის შეცდომებზე

"სირები ვართ ყველა!" - სოსო ჯაჭვლიანი მისი პოლიტიკური გუნდის შეცდომებზე

"სირები ვართ ყველა!", - ეს არის ფრაზა საქართველოს პარლამენტის წევრის, სოსო ჯაჭვლიანის საგაზეთო ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ "ქრონიკაში" გამოქვეყნდა.

ინტერვიუში ჯაჭვლიანი ასახელებს მისი გუნდის ყველაზე დიდ დანაშაულს.

"ჩვენი ყველაზე დიდი დანაშაულია, როცა სააკაშვილი პარლამენტში მოვიდა 2013 წელს, თავისი დედის ერთი ადგილი უნდა დაგვეხურებინა თავზე და გაგვეგდო წიხლქვეშ. .. ეს გვქონდა ჩაფიქრებული და გაგვაჩერეს, მთელი მსოფლიო გვიყურებსო; მეორე - ყველაზე დიდი დანაშაული... მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ბარამიძე ავირჩიეთ ვიცე-სპიკერად, რატომ? აგვერჩია ვიღაც სხვა, ოღონდ ეგ არა; მესამე - 26 ათასი ფაილი ვნახეთ, სადაც სიბინძურეა გადაღებული. ჩვენ კულტურულები ვართო... კულტურულები კი არა, გამოსირებულები ვართ, სირები ვართ ყველა! უნდა აგვეღო ორი კინოთეატრი და 24-საათიან რეჟიმში გაგვეშვა ეს ფაილები. მოზარდები არ უნდა შეგვეშვა და დღემდე "მაყუთს" გავაკეთებდით. ეს უნდა ენახა მთელ საქართველოს. როცა ეს არ გავაკეთეთ, "აბლატავდნენ", - აცხადებს დეპუტატი.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?