სააკაშვილი კიევის ბარში სექსსკანდალში გაეხვა - "ქრონიკა"

სააკაშვილი კიევის ბარში სექსსკანდალში გაეხვა - "ქრონიკა"

"სააკაშვილი გვარიანად გამომთვრალა და ბარში ერთ-ერთი ლამაზმანისთვის დაუდგამს თვალი. საკუთარი დაცვის წევრი მიუგზავნია ამ გოგონასთან და ერთი ღამის გატარება შეუთავაზებია. უცხო გოგონას მიშას დაცვის ბიჭისთვის სილა გაუწნია... მოგვიანებით გაირკვა, რომ გოგონა, რომელსაც სააკაშვილმა ერთი ღამით სექსი შესთავაზა, უკრაინაში მეტად გავლენიანი ბიზნესმენის შვილი ყოფილა. ეს ბიზნესმენი, წარსულში პეტრო პოროშენკოს ბიზნესპარტნიორიც გახლდათ", - ამ ტექსტს გაზეთი "ქრონიკა" აქვეყნებს. გამოცემა ირწმუნება, რომ ამის შესახებ "ნაცმოძრაობასთან" დაახლოებულმა წყაროებმა მიაწოდეს ინფორმაცია.

გაზეთის ცნობით, სააკაშვილს ვიტალი კლიჩკოსთანაც მოსვლია შელაპარაკება.

"ბარში მომხარმა სკანდალმა, მას ერთი მეგობარიც დააკარგვინა. მიშას სერიოზული შელაპარაკება მოსვლია კიევის მერთან და "მაედანის" ერთ-ერთ შემოქმედთან, ვიტალი კლიჩკოსთან. კლიჩკოს გაუფრთხილებია სააკაშვილი, შენს იმიჯს მიხედე, უკრაინას ნუ არცხვენ უცხოეთში და აქ კიდევ, იმ ბიზნესმენებს ნუ გადაგვიკიდებ, ვინც გვაფინანსებდა და დღესაც გვერდში უდგას ჩვენს ხელისუფლებასო. ცხადია, იმ გოგოს მამა იგულისხმა, მიშას სექსზე უარი რომ უთხრა", - დასძენს გამოცემა.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?