რა ხდება ქრისტინე იმედაძესა და ფეხბურთელ თორნიკე შალიკაშვილს შორის

რა ხდება ქრისტინე იმედაძესა და ფეხბურთელ თორნიკე შალიკაშვილს შორის

სულ ცოტა ხნის წინ, მომღერალმა და ტელეწამყვანმა ქრისტინე იმედაძემ სოციალურ ქსელში ერთ სიმპათიურ მამაკაცთან ერთად ფოტოები გამოაქვეყნა. ქრისტინეს გვერდით საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" ფეხბურთელი, თორნიკე შალიკაშვილი უდგას, ფოტოებიდან გამომდინარე, გავრცელდა ხმები, რომ მიმღერალსა და ფეხბურთელს შორის რაღაც ხდებოდა, - წერს გაზეთი "პრაიმტაიმი" და აქვეყნებს სტატიას სათაურით - რა ხდება ქრისტინე იმედაძესა და ფეხბურთელ თორნიკე შალიკაშვილს შორის.

"პრაიმტაიმი" ქრისტინე იმედაძეს დაუკავშირდა, თუმცა მომღერალი მონტე კარლოში იმყოფება და ჩვენს ზარებს არ უპასუხა. რაც შეეხება თორნიკე შალიკაშვილს, ფეხბურთელი "პრაიმტაიმთან" საუბრისას ამბობს, რომ ქრისტინესთან უბრალოდ მეგობრობდა.

თორნიკეს თქმით, ერთმანეთი საერთო მეგობრების წრეში გაიცნეს, ღონისძიებაზე, სადაც ქრისტინეც მღეროდა.

თორნიკე შალიკაშვილი: "მეგობარია და ერთად გადავიღეთ სურათი. არ შეიძლება მეგობართან ერთად ყავის დალევა და სურათების გადაღება? ფლირტიც არ გვქონია. ქრისტინესთვის მასე არ შემიხედავს. მშვენიერი გოგო ყოფილა. ახლა აღარ გვაქვს ურთიერთობა, ვმეგობრობდით. ადრე უფრო ხშირად ვკითხულობდით ერთმანეთს, როგორც ვიცი, შეყვარებული ჰყავს და თხოვდება. მასთან მხოლოდ მეგობრობა მაკავშირებდა.

ფეხბურთელი კი უარჰყოფს ქრისტინესთან სასიყვარულო ურთიერთობას, მაგრამ თუკი მომღერლის წარსულ რომანებს გადავხედავთ და ასევე გავრცელებულ ჭორებს, უმეტესობა სულ ფეხბურთელებს უკავშირდება. არც ის დაგვავიწყდეს, რომ მისი ყოფილი ქმარი, ლაშა ჯაკობია ფეხბურთელი იყო. გასულ ზაფხულს კი ლამაზმანი ვეტერან ფეხბურთელთან, გიორგი დემეტრაძესა და ახალგაზრდა მოთამაშე თორნიკე ოქრიაშვილთან ერთად პიკანტურ სიტუაციებში რამდენჯერმე შენიშნეს.

გაზეთი "პრაიმტაიმი"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?