"ჩვენს სახლში უბედურება დატრიალდა" - გადაურჩა თუ არა ირინა ონაშვილისა და ლადო ვარძელაშვილის ქორწინება კრიზისებს

"ჩვენს სახლში უბედურება დატრიალდა" - გადაურჩა თუ არა ირინა ონაშვილისა და ლადო ვარძელაშვილის ქორწინება კრიზისებს

ბოლო დროს გავრცელებულ ჭორებზე, რომ ირინა ონაშვილი და ლადო ვარძელაშვილი დაშორდნენ, ყოფილმა მოდელმა ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა. Ambebi.ge გთავაზობთ მცირე ფრაგმენტს ინტერვიუდან:

სარკე: დროდადრო თქვენი პირადი ცხოვრებით საზოგადოების ყურადღების ცენტრში მაინც ექცევით. ადრე ხშირად ჭორაობდნენ, რომ თქვენ და ლადო ვარძელაშვილი ერთმანეთს დაშორდით.

ირინა ონაშვილი: მე და ლადო, 5 წელია, რაც ცოლ-ქმარი ვართ და ამ ხნის განმავლობაში ერთი დღეც არ გვიცხოვრია ცალ-ცალკე. ერთმანეთი გვიყვარს, პატივს ვცემთ, ვმეგობრობთ. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ძალიან ჩვეულებრივია. ლადო უპრეტენზიო, რბილი ადამიანია, არ არის აფექტური.

სარკე: ესე იგი თქვენი ქორწინება კრიზისებს გადაურჩა?

ირინა ონაშვილი: ჩვენს სახლში უბედურება დატრიალდა (2013 წელს ირინას და ლადოს ოჯახში იარაღიდან შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ ლადოს მეგობარი იმსხვერპლა. ავტ.), ამის გამო ჩვენს ოჯახში გაჩნდა კრიზისი.

მეორე მოვლენა იყო პოლიტიკური ცვლილება, რომელიც ჩემს ქმარზე ცუდად აისახა. ლადო (ლადო ვარძელაშვილი ნაციონალების ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, როგორებიცაა შიდა ქათლის გუბერნატორი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი. ავტ.) დილიდან ღამემდე მუშაობდა, ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა. ახლა უმუშევარია და ეს მასზე ძალიან მოქმედებს. აქვს გეგმები, მაგრამ ამ ეტაპზე არაფერს აკეთებს.

ვამაყობ ლადოთი, რომ ასეთი სამართლიანი და წესიერი ბიჭია, ისე მუშაობდა, რომ მისი სამსახურის შესახებ კიხთვის ნიშნები არ გაჩენილა. ჩემთვის მის სტატუსს არასდროს ჰქონია მნიშვნელობა, პირიქით, ყოველთვის დისკომფორტს მიქმნიდა, ჩემთან ერთად არასდროს იყო და სულ ამაზე ვწუწუნებდი.

არ ვიცი, ჩემი ქმარი რა გადაწყვტილებას მიიღებს მომავალში, მაგრამ მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, არ იყოს გაჭირვება, კრიმინალი. ირგვლივ რომ ამდენი გაჭირვებაა, ადამიანს აღარაფერი გახარებს.

სარკე: ქვეყნიდან წასვლას ხომ არ ფიქრობთ?

ირინა ონაშვილი: ეს ეტაპი ჩვენს ცხოვრებაში არასდროს მდგარა, არც გვიფიქრია ამაზე. რატომ უნდა წავიდეთ? ჩვენ არ ვართ მარტო, დიდი ოჯახი გვყავს - ლადოს ძმები, შვილები... წახვიდე და ეს ადამიანები მარტო დატოვო? გამორიცხულია.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?