ბექა ხოფერია: "თიკა ჯამბურიასთან დაშვებულ შეცდომებს ინასთან აღარ გავიმეორებ"

ბექა ხოფერია: "თიკა ჯამბურიასთან დაშვებულ შეცდომებს ინასთან აღარ გავიმეორებ"

თბილისში პოპულარული ბიჭი, ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი - ხათუნა ხოფერიას ვაჟი და მომღერალ თიკა ჯამბურიას ყოფილი ქმარი, ბექა ხოფერია ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის. მის ცხოვრებაში გამოჩნდა ქალი, რომელთანაც ოჯახის შექმნას აპირებს. ეს 24 წლის ქართველ-ასირიელი ინა ოსიპოვაა, რომელიც მოსკოვშია დაბადებული და გაზრდილი, ბექამ კი საქართველოში გაიცნო. ერთმანეთთან დაახლოებით ოთხთვიანი ურთიერთობა აკავშირებთ, მაგრამ ბექა ამბობს, რომ იპოვა ის, ვისაც მთელი ცხოვრება ეძებდა, - წერს ჟურნალი "სარკე" სტატიაში სახელწოდებით - "ბექა ხოფერია: "თიკა ჯამბურიასთან დაშვებულ შეცდომებს ინასთან აღარ გავიმეორებ".

ბექა "სარკეს" თავის გეგმებსა და პირად ცხოვრებაზე გულახდილად ესაუბრა. Ambebi.ge გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

"სარკე": ბექა, "ფეისბუქზე" გოგონასთან ერთად გამოაქვეყნეთ ფოტო და კიდევ ერთხელ აალაპარაკეთ საზოგადოება. ვინ არის ეს გოგონა?

ბექა ხოფერია: ძალიან დიდი ხანი არაა, რაც მას ვიცნობ. დაახლოებით 4 თვის წინ თბილისში, მეგობართან გავიცანი წვეულებაზე. მოსკოვში დაბადებულ-გაზრდილია. ეროვნებით ნახევრად ქართველი, ნახევრად ასირიელია. 24 წლისაა. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, თუ არ ვცდები, იტალიური ენის და კულტურათმცოდნეა. ისწავლა არა მხოლოდ მოსკოვში, იტალიაშიც. ჯერჯერობით არ მუშაობს. დაახლოებით 4-5 თვეა მისი ოჯახი საქართველოში საცხოვრებლად გადავიდა. ინა ისევ მოსკოვში ცხოვრობს თავის ძმასთან ერთად. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მე მგონია, ვიპოვე ის, ვისაც ძალიან დიდი ხანია ვეძებ.

რატომღაც ჩემი პოპულარობა ჩემს პირად ცხოვრებაზე ცუდად მოქმედებს ხოლმე. ჩემთვის, წყნარად არ შემიძლია ყოფნა, ამიტომ ყველასთან თხოვნა მექნება, რაღაც კომენტარებისგან თავი შეიკავონ. ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს და ყველაფერი თვითონ უნდა გადავწყვიტო. ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს და ვისაც ეს გაუხარდება, დიდი მადლობა, ვისაც ეწყინება, ბოდიში.

"სარკე": სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ დაქორწინდით და ამას მალავთ.

ბექა ხოფერია: არ დავქორწინებულვარ, მაგრამ ეს გეგმაში გვაქვს. ახლო მომავალში ყველაფერს აუცილებლად გაიგებთ.

"სარკე": სად შედგება ქორწილი?

ბექა ხოფერია: ჯერჯერობით არაფერს ვიტყვი. მთლად მამაპაპური ქორწილი არ გვინდა, მაგრამ ქართული ტრადიციული ელემენტებით აუცილებლად იქნება. თავისთავად თამადაც გვეყოლება, ვიცეკვებ კიდეც...

ეკა ლემონჯავა, ჟურნალი "სარკე"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?