რა ხდებოდა შუშის სასახლეში "არჩევანის" შემდეგ? - ნიკა გვარამია საიდუმლო თათბირის შესახებ საუბრობს

რა ხდებოდა შუშის სასახლეში "არჩევანის" შემდეგ? - ნიკა გვარამია საიდუმლო თათბირის შესახებ საუბრობს

გასულ სამშაბათს, "რუსთავი 2"-ის ეთერში გიორგი გაბუნიას "არჩევანის" გასვლის შემდეგ ივანიშვილის შუშის სასახლეში თათბირი გაიმართა, - ამის შესახებ გაზეთ "ქრონიკა+"-თან "რუსთავი 2"-ს გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საუბრობს. გვარამიას თქმით, შეხვედრას ბევრი ადამიანი ესწრებოდა და საპასუხო პიარ-სვლები დაიგეგმა.

"გადაცემა "არჩევანის" შემდეგ შუშის სასახლეში თათბირი გაიმართა. ეს ვიცი დაზუსტებით და დიდი მასალა არსებობს ამასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა იმ შეხვედრას. ..

რეაქციები იყო ძალიან მძიმე, დაახლოებით ასე გამოხატული: "ეს რა გვიქნა "რუსთავი 2"-მა? დასკვნა კი სრულიად არაადექვატური იყო: "ძალიან მივქარეთ, რომ 2012 წელს არ დავხურეთ "რუსთავი 2"...

შეხვედრაზე პიარზე პასუხისმგებელი პირები იყვნენ შეკრებილები და დაგეგმეს, როგორ უნდა მოიქცნენ. არ ვიცი, რა როგორ დაგეგმეს, არ ეტყობა მათ პიარს, რომ რამეა დაგეგმილი... საერთოდ, არგაკეთებული საქმეების პიარი როგორ გინდა, რომ გააკეთო? აბსურდია...", - ამბობს გვარამია და დასძენს, რომ მსგავსი გადაცემები "რუსთავი 2"-ზე მომავალშიც გაგრძელდება.

"ასობით წერილი მოგვივიდა მაყურებლისგან. პრაქტიკულად, ყველა რეგიონიდან გვწერენ, რომ მათთან იგივე, ან უარესი მდგომარეობაა, გვთხოვენ ჩასვლას. გავაგრძელებთ აუცილებლად, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ფსევდოკოლეგებმა, თუ ვიღაც დაინტერესებულმა პირებმა, რომ ეს პროპაგანდაა. ჩვენ ამას გავაგრძელებთ და წარმოვაჩენთ ხალხის აზრს", - აცხადებს "რუსთავი 2"-ს გენერალური დირექტორი საგაზეთო ინტერვიუში.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?