რამდენია ნიკა გვარამიას ხელფასი "რუსთავი 2"-ში - პრესა არხის დირექტორის მილიონებზე საუბრობს

რამდენია ნიკა გვარამიას ხელფასი "რუსთავი 2"-ში - პრესა არხის დირექტორის მილიონებზე საუბრობს

გაზეთი "ვერსია" "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ხელფასის შესახებ სტატიას აქვეყნებს, თუმცა სტატიის ავტორი დასძენს, რომ მონაცემები ოფიციალურ წყაროს არ ეყრდნობა, თუმცა ამტკიცებს, რომ აღნიშნულის შესახებ "რუსთავი 2"-ის კულუარებში მოიპოვა ინფორმაცია.

ჟურნალისტის მიერ გაზეთში გამოქვეყნებული მონაცემებით, ნიკა გვარამიამ ორი წლის განმავლობაში ხელფასის სახით მილიონ ლარზე მეტი მიიღო. AMBEBI.GE გთავაზობთ ფრაგმენტს გაზეთ "ვერიის" მიერ გამოქვეყნებული სტატიიდან.

"შევეცადეთ, მიახლოებით მაინც გაგვერკვია, რამდენი აქვს ხელფასი ნიკა გვარამიას. შევეცადეთ და გავარკვიეთ კიდეც - აქვე შევნიშნავთ, რომ ეს არის თავად "რუსთავი 2''-დან გამოსული ვერსია. კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ, როცა ხელისუფლება ახალი შეცვლილი იყო ანუ 2013 წლის დასაწყისში ნიკა გვარამიას ხელფასი 12 000-დან 13 000 ლარამდე მერყეობდა. ზაფხულის სეზონი ყველაზე ხარჯიანია და ამბობდნენ, რომ ტელეკომპანიის მეპატრონეებმა დირექტორს შრომა დაუფასეს და ორი თვე (სავარაუდოდ, ივნისი- ივლისი) 25-25 000 ლარით დააჯილდოვეს. ხომ ხედავთ, მარტო "ოცნებას'' კი არ სცოდნია გარჯის პრემიით დაფასება?! ყველაზე გასაოცარი კი გვარამიას შრომის ანაზღაურებაა საახალწლოდ, ანუ 2013 წლის დეკემბერში - თვის დასაწყისში "რუსთავი- 2''-ის დირექტორმა 62 500 ლარი აიღო, იმავე თვის ბოლოს კი აღებულ თანხას 35 000 ლარი მიუმატა, ანუ ერთ თვეში თითქმის ასი ათასი ლარი გამოუვიდა, ალბათ, გაახსენდა, რომ ორი ახალი წელი, შობაა იანვარში, მერე ოჯახი უარეს შემთხვევაში ბაკურიანში, უკეთეს ვარიანტში ევროპის რომელიმე ზამთრის კურორტზე წასაყვანი და ამ ყველაფრისთვის თავმოყვარე კაცს ერთი ასი ათასი კი სჭირდება. გაგიკვირდებათ და, ბატონი ნიკა არც მომდევნო თვეებში უჩიოდა უფულობას - დაზუსტებით ვერ გვეუბნებიან, მაგრამ 2014 წელს მისი ჯამაგირი 24-დან 90 ათას ლარამდე მერყეობდა. 2014 წლის აგვისტოში კი მისი ხელფასი 80 000 ლარი გახლდათ.

რა თქმა უნდა, იმის გარკვევაც ვცადეთ, რა ხდება 2015 წელს, როცა ქვეყანა ფინანსურ კრიზისშია და ტელეკომპანიასაც გაჭირვების წელი უდგას. სხვათა შორის, ჯერ კიდევ აგვისტოში გაზეთმა "კვირის ქრონიკა'' გამოაქვეყნა სტატია სათაურით "ნიკა გვარამიას ხელფასი ნახევარ მილიონამდე გაიზარდა, "რუსთავი- 2''-ის თანამშრომლებს კი ხელფასის შემცირება ემუქრება''. როგორც გავარკვიეთ, ეს ინფორმაცია ნაწილობრივ სიმართლეს შეეფერება, რადგან 2015 წლის იანვარში ნიკა გვარამიას ხელფასი 62 ათასი ლარი გახლდათ, მარტში - 53 ათასი, აპრილში – 45 000, მაისში – 87 600, ივნისში – 6 500, ივლისში – 16 600, აგვისტოში – 35 000 ლარი... ეჰ, რას იზამ, ამ თბილისში ხომ არაფერი იმალება - ღატაკის ამბავიც იციან და მილიარდერისაც... ისე, ამ კონტექსტში, ალბათ, ყველაზე საინტერესო იყო "საქართველოს გზის" ლიდერის რეპლიკა - როცა გვარამიამ საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა - "რუსთავი- 2"-ის მესვეურები ისევ ცდილობენ, ხალხი შეცდომაში შეიყვანონ. "კონცერტების ჩასატარებელი თანხები აქვს ტელევიზიას და ხელფასების ფულს ხალხისგან ითხოვს?!" - კითხულობს ქალბატონი სალომე და სავსებით სამართლიანადაც, თუმცა... პოლიტიკური თამაში გრძელდება და გაიმარჯვებს ის, ვინც უფრო ლამაზად შეფუთავს ტყუილს", - წერს გაზეთი "ვერსია".

აღნიშნული ინფორმაცია მომზადებულია გაზეთ "ვერსიის" სტატიის მიხედვით და ის არ არის AMBEBI.GE-ს სარედაქციო სტატია.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?