თამაზ მეჭიაურის ყოფილი ცოლის გულახდილი ინტერვიუ - რას ყვება მომღერალი, რომელსაც სიმღერით "მოღალატე" იცნობთ

თამაზ მეჭიაურის ყოფილი ცოლის გულახდილი ინტერვიუ - რას ყვება მომღერალი, რომელსაც სიმღერით "მოღალატე" იცნობთ

მუსიკოსი თამარ მეჭიაური, რომელსაც ფართო აუდიტორია სიმღერით "მოღალატე" იცნობს, თამაზ მეჭიაურთან თანაცხოვრებისა და დაშორების შესახებ გაზეთ "პრაიმ ტაიმსს" ესაუბრა. გთავაზობთ მცირე ფრაგმენტს ინტერვიუდან:

თამარ მეჭიაური:

- პატარები ვიყავით, ძალიან კარგად ვგრძნობდით ერთად თავს, პირველ რიგში ერთმანეთის მეგობრები ვიყავით. 17 წლის გავთხოვდი. თამაზი 22 წლის იყო.

თიანეთის რაიონში, პარკში გავიცანით ერთმანეთი. მაშინ ახალი გამოსული იყო "ვერის უბნის მელოდიები" და იქ დამპატიჟა. მერე სკოლაში ჩამომაკითხა. დამემშვიდობა, ჯარში მიდიოდა. წერილობით გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა. ჯარიდან რომ დაბრუნდა, უკვე პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი... სახლში მესტუმრა, მერე დავდიოდით ფილმებზე, სპექტაკლებზე. იმ დღეს, როცა გავთხოვდი, პაემანზე 40 წუთი დამაგვიანდა. თამაზი უკვე წამოსული იყო შეხვედრის ადგილიდან, მაშინ მობილურები არ იყო, ვერ დამიკავშირდა. მეტროს ვაგონში შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. აი, რას ნიშნავს ბედისწერა. იანვარი იყო. 40 წუთი მელოდა ქუჩაში. მერე მეგობართან წავედით და იმ დღეს გადავწყვიტეთ ერთად გვეცხოვრა. 5 წელი ვიცხოვრეთ ერთად, თამაზთან მყავს ბიჭი, კახაბერი, 37 წლის.

- შეიძლება თქვენი დაშორების მიზეზი გკითხო?

- ერთი კონკრეტული არ არსებობს. ალბათ, დამოუკიდებლობის არქონა იყო მიზეზი...

- შენთვის თუ მისთვის?

- ორივესთვის...

- რთული იყო განშორება?

- არც ისე. ადამიანი მარტოობას ასაკში განიცდის. როცა ახალგაზრდა ხარ, როცა წინ დიდი გზა გაქვს გასავლელი, ამას ნაკლებად განიცდი, ვარდისფერი სათვალით უყურებ ცხოვრებას...

ნინო მჭედლიშვილი

გაზეთი "პრაიმტაიმი"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?