ტყიბულში სამი შვილის დედა ჯერ მოკლეს, შემდეგ კი გააუპატიურეს

ტყიბულში სამი შვილის დედა ჯერ მოკლეს, შემდეგ კი გააუპატიურეს

გაზეთ "პრაიმ ტაიმის" ცნობით, ტყიბულში სამი შვილი დედა ჯერ მოკლეს, შემდეგ კი გააუპატიურეს. გამოცემის თქმით, ქალბატონს 18 წლის ბიჭი დაესხა თავს.  გაზეთი მეზობლების მონაყოლსაც აქვეყნებს.

"უკვე შებინდებული იყო, მაგრამ სახლში არ დაბრუნებულა. მეზობლებთან მოიკითხეს, ახლობლებთან დარეკეს, მაგრამ არსად ჩანდა. ამის შემდეგ პოლიციას დაუკავშირდნენ და დაიწყეს ძებნა. ჩვენც, სამეზობლო, ჩვენი ძალებით ვეძებდით და ბოლოს ღრმა ტყეში ისევ პოლიციამ იპოვა გარდაცვლილი", - ყვება გარდაცვლილის მეზობელი.

"როგორც ჩანს, მკვლელმა მაია ჯერ სასტიკად სცემა, რადგან სახე დასახიჩრებული ჰქონდა, შემდეგ კი გაგუდა. ერთ-ერთი ვერსიით, ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ქალი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი გააუპატიურეს. ამ დეტალებს, ალბათ, ექსპერტიზა დაადგენს. ცხედარი იმავე დღეს სწორედ ექსპერტიზის ადგილობრივ ბიუროში გადაასვენეს, დასკვნა კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი", - დასძენს გამოცემა.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?