ქუთაისში 44 ობიექტი 321 000 ლარად გაიყიდა

ქუთაისში 44 ობიექტი 321 000 ლარად გაიყიდა

ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე აუქციონის წესით თვითმმართველობის ბალანსზე არსებული 52 ობიექტი გაასხვისა. აქედან, 44 ობიექტი გაიყიდა, 2 ხუთწლიანი იჯარით გაიცა, ხოლო დანარჩენი აღნაგობის ფორმით გასხვისდა.

ქონების პრივატიზებიდან მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე ბიუჯეტში, ყველაზე მეტი თანხა (320 902 ლარი) 44 გაყიდული ობიექტიდან შევიდა. თავის მხრივ, გაყიდულ ობიექტებს შორის ყველაზე მაღალ ფასად (65 924 ლარი) ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე მდებარე მიწის ნაკვეთი გაიყიდა.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი ფორმით (იჯარა, აღნაგობა და გაყიდვა) გასხვისებული ობიექტებიდან შევიდა თანხა ბიუჯეტში. "მთავარია, რომ ბიუჯეტში აისახოს. თუმცა, თანხის გამო, არ ვართ იმის მომხრე, რომ 30 წლიანი იჯარით გაიცეს ობიექტები, როგორც ეს მოხდა ტროტუარების შემთხვევაში", -  ამბობს ქუთაისის ვიცე-მერი ეკონომიკურ საკითხებში, კოტე ქავთარაძე.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა