სკოლიდან მოსწავლე იმის გამო გარიცხეს, რომ მამა პატიმარი ჰყავს

სკოლიდან მოსწავლე იმის გამო გარიცხეს, რომ მამა პატიმარი ჰყავს

ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლიდან მეექვსე კლასელები - გ. დ. და დ. ჩ. გარიცხეს. მათგან ერთ-ერთი იმის გამო გაირიცხა, რომ მამამისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს იხდის. ამ ინფორმაციას "გურიის მოამბესთან" გარიცხულის დედა, ინგა სარიშვილი ადასტურებს.

აღნიშნულ სკოლაში მეექვსე კლასის მოსწავლეები შესვენების დროს, საკლასო ოთახს უდიერად მოექცნენ (დაასხეს წყალი, მოაყარეს ქვიშა). გაკვეთილზე შემოსული მასწავლებელი დამნაშავე მოსწავლის ვინაობის გარკვევას შეეცადა, როგორც "გურიის მოამბესთან" მშობლები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეეების უმრავლესობა ჩართული იყო ამ პროცესში, დანაშაულის აღიარებისთვის ფეხზე მხოლოდ ორი ბავშვი წამოდგა გ. დ და დ ჩ.

მშობლების განცხადებით, ორივე მოსწავლე იმ დღესვე სკოლის პრორექტორის,  მამა ვასილის (გოგოტიშვილი) გადაწყვეტილებით გარიცხეს.

"რა უნდა დააშავოს ბავშვმა ისეთი, რომ სკოლიდან მამაომ გამოაგდოს? ქრისტიანული სარწმუნოება მიმტევებლობას და ცოდვების პატიებას ქადაგებს, ჩემმა შვილმა რა ჩაიდინა ასეთი მიუტევებელი? დაუჩოქა მამაოს, გეხვეწები არ გამიშვა სახლში, დედაჩემი დამსჯის ამის გამოო, და შენ როგორ უნდა გაპატიო, არ დამენახო თვალად, მოუთოკავი და პატიმრის შვილი ამ სკოლაში არავის სჭირდებაო. ერთი შვილი ავადმყოფი მყავს, მარტო ერთი წუთითაც ვერ ვტოვებ, მეორე პრობლემა, რომ მეუღლე პატიმარია და მღვდელი კიდევ ამას აკეთებს. მთელი დღე ბავშვი შიშით სახლში არ გამოჩენილა, ტელეფონიც გამორთო, სად არ ვრეკე, ვეძებე, სკოლაშიც მივედი და მასწავლებელს არც უთქვამს, გარიცხულიაო. საღამოს მოვიდა სახლში, კლასელთან დარჩენილა. ბავშვს რომ რამე მოსვლოდა, ან შიშით რაიმე სისულელე ჩაედინა, ამაზე ვინ აგებდა პასუხს?" - აცხადებს ინგა სარიშვილი.

იხილეთ ვრცლად

გურიის მოამბე

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა