ქუთაისში ტურისტები ფიზიოლოგიური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მერიის საპირფარეშოებში შეჰყავთ

ქუთაისში ტურისტები ფიზიოლოგიური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მერიის საპირფარეშოებში შეჰყავთ

ქუთაისში, ორი წლის წინ აშენებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები ამ დრომდე დაკეტილია. ვიდრე სხვადასხვა სტრუქტურები ქალაქში არსებული საზოგადოებრივი ტუალეტების ექსპლუატაციაში გაშვების საკითხს ერთმანეთში არკვევენ, ეს თემა ქუთაისელებისთვის დიდი ხანია იუმორის საგანია.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქალაქში ბუტაფორიულ შენობებს, ბუტაფორიული ტუალეტებიც მიემატა და დაბნეულ გიდებს ტურისტები ქუთაისის მერიის საპირფარეშოებში შეჰყავთ.

"არაერთხელ გვინახავს მერიის შენობაში რომ შეჰყავს ტურისტები ექსკურსიამძღოლს და იქ სთხოვენ დაცვას ან ტურიზმის სამსახურის წარმომადგენლებს, რომ ტურისტებმა ტუალეტით ისარგებლონ. ეს სასაცილო და სამარცხივნო ფაქტია," - ამბობენ ადგილობრივები.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა