საგარეჯოში შესაძლოა, მედეა მეზვრიშვილის ბიუსტი დაიდგას

საგარეჯოში შესაძლოა, მედეა მეზვრიშვილის ბიუსტი დაიდგას

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლოლაძე ინიციატივით გამოვიდა, ქალაქ საგარეჯოში ერთ-ერთ ქუჩას მედეა მეზვრიშვილის სახელი მიენიჭოს და სკვერში მეზვრიშვილის ბიუსტი დაიდგას.

საგარეჯოს გამგეობის ინფორმაციით, ამ ინიციატივით მუნიციპალიტეტის გამგებელი მედეა მეზვრიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოვიდა. ღონისძიება საგარეჯოს ახალგაზრდულ ცენტრში, ქალთა საბჭოს და კულტურის ობიექტების გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში სპეციალური გაზეთი - "მედეა" გამოსცეს, რომელიც უფასოდ გაავრცელეს.

მედეა მეზვრიშვილი 2009 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა. მეზვრიშვილის თანამდებობრივი კარიერა კომუნისტური პარტიით და საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ოჯახთან ახლობლობით დაიწყო. იგი თავის დროზე საგარეჯოს და თელავის რაიკომის მდივანი, შემდეგ კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მრჩეველი იყო. "ვარდების რევოლუციამდე" მედეა მეზვრიშვილი თელავის რაიონის გამგებელი იყო. მის სახელს არაერთი სკანდალი და უკანონო ბიზნეს - გარიგება უკავშირდება.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა