კახში ქართველი ძმების გვამებისთვის თავის მოკვეთის მიზეზი ცნობილი გახდა

კახში ქართველი ძმების გვამებისთვის თავის მოკვეთის მიზეზი ცნობილი გახდა

კახის რაიონში მომხდარი მკვლელობის დეტალები ცნობილია. ადგილობრივი გამომძიებლის, ილგარ საფაროვის თქმით, მკვლელობამდე ერთი დღით ადრე, 54 წლის ბესარიონ და 58 წლის იაშა როსტიაშვილებმა ნაკვეთი გაყიდეს. მათ 18 ათასი [40212 ლარი] აზერბაიჯანული მანათი აიღეს.

აზებაიჯანული ახალი ამბების სააგენტო Milli.Az-ს ინფორმაციით, "ბოროტმოქმედები ერთ-ერთი ძმის ბინაში შევიდნენ და ის მოკლეს, თუმცა ფულს ვერ მიაგნეს. თავდამსხმელებმა იფიქრეს, რომ თანხა მეორე ძმასთან ინახებოდა, ამიტომაც იქვე მეზობლად მცხოვრები მეორე ძმის სახლში შეიპარნენ. სწორედ ამ დროს მოკლეს მათ მეორე ძმაც, თუმცა ფულს ვერც აქ მიაგნეს და მიიმალნენ", - წერს სააგენტო.

შეგახსენებთ, ქართული წარმოშობის აზერბაიჯანის 2 მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს, რომელთაც თავები ბლაგვი საგნით ჰქონდათ მოკვეთილი. 

წყარო: heretifm.com

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა