19 წლის გოგონამ ოჯახური კონფლიქტი თვითმკვლელობით დაასრულა - საჩხერეში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

19 წლის გოგონამ ოჯახური კონფლიქტი თვითმკვლელობით დაასრულა - საჩხერეში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

საჩხერელი 19 წლის თაკო ტაბატაძის პოვნას მაშველები მეორე დღეა უშედეგოდ ცდილობენ. გოგონა მდინარე ყვირილაში ხიდიდან გუშინ გადახტა. მის ძებნაში იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს საჩხერის მაშველები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ეხმარებიან.

თაკო ტაბატაძეს, რომელიც დედისერთაა, მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. გოგონას შვილი საბერძნეთში მყოფ ბებიასთან იზრდება. საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარის ინგა ზაბახიძის თქმით, გოგონამ თვითმკვლელობის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ აფექტის მდგომარეობაში მიიღო, რადგან ოჯახში კონფლიქტი ჰქონდა.

"საბერძნეთში იყო წასული, სადაც სკაიპით გაიცნო მომავალი მეუღლე, 40 წლამდე კაცი. იანვარში იქორწინეს. ამ ქორწინების გამო გოგონას ნათესავები დაემდურნენ, რადგან როდესაც იქორწინეს, ქმარი ციხიდან ახალი გამოსული იყო. გოგოს ბებია ამბობს, სიძეს სახლში არ შემოვუშვებდიო. როგორც სჩანს, გოგონას მეუღლესთანაც ჰქოდნა დაძაბულობა, რადგან ქმარი თბილისში იყო, ეს აქ საჩხერეში. მის ქმარს ეხლა ეძებენ. წყალში გადახტომამდე მეზობელი გაყოლია და მაისური უყიდია. ამ მაისურით ვეძებთ. ვიდრე წალში გადახტებოდა, ტელეფონით დედას ესაუბრა საბერძნეთში, შემდეგ ტელეფონი და პასპორტი ხიდთან დატოვა. წყალში გადამხტარი შველას ითხოვდა, მაგრამ ვერავინ უშველიდა," - ამბობს ინგა ზაბახიძე.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge