გურჯაანის იუსტიციის სახლი მუყაოს ქაღალდებში

გურჯაანის იუსტიციის სახლი მუყაოს ქაღალდებში

გურჯაანის იუსტიციის სახლზე აკრული მუყაოს ქაღალდების გამო "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს იუსტიციის სახლის მენეჯერმა, ანა გელაშვილმა განუცხადა, შენობაზე მინა დაზიანდა და ვიდრე შეცვლიან, ხელოსნებმა მუყაოს ქაღალდი გააკრეს.

"სამშაბათამდე შეცვლიან და მანამდე ღია რომ არ ყოფილიყო, მუყაოს ქაღალდი გააკრეს. იმ მინების შეცვლა ხდება, რომელიც დაზიანდა", - აღნიშნა ანა გელაშვილმა.

გურჯაანის იუსტიციის სახლის პროექტი არქიტექტორ ირაკლი შარაშიძეს ეკუთვნის. სახლის მშენებლობა 2011 წლის სექტემბერში დაიწყო და ათ თვეში დასრულდა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა