რატომ წაუკიდეს ცეცხლი მეჩეთს ქვემო ქართლში?

რატომ წაუკიდეს ცეცხლი მეჩეთს ქვემო ქართლში?

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოში მუსლიმთა სამლოცველოს ცეცხლი წაუკიდეს. ადგილობრივების განცხადებით, ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა. თუმცა, შიდა ფასადი და კარ-ფანჯრები დაიწვა.

ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელ ტარიელ ნაკაიძის ინფორმაციით, სამლოცველოსთვის ცეცხლის წაკიდების მიზეზი იქ მაცხოვრებლებს შორის არსებული დაპირისპირება გახდა. ხოლო ადგილობრივი მოლას განცხადებით, ქორწილში მომხდარ ჩხუბში ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მოკლულის ოჯახის წევრებმა კი სამლოცველოში შეხიზნულ თანასოფლელზე შურისძიების მიზნით, შენობას ცეცხლი წაუკიდეს.

"ჩვენ სამლოცველოში ვლოცულობდით და გავიგეთ, რომ გარეთ ჩხუბი იყო. ერთ-ერთი გამოიქცა და მეჩეთში თავი შემოაფარა. ბიჭებიც შემოვიყვანეთ და კარი დავკეტეთ. შემდეგ ერთი კაცი შემოვიდა და წყალი ითხოვა, ერთ-ერთი, რომელსაც დაარტყეს, ცუდად გამხდარა. ცოტა ხანში ეს ადამიანიც (ნუსლადინი) სამლოცველოში შემოიყვანეს, ნაცემი იყო, დასისხლიანებული. შემდეგ გავიგე, რომ ნუსლადინს დანა დაურტყამს იმისთვის, ვისთანაც ჩხუბობდა, რომელიც შემდეგ გარდაიცვალა. ამის გამო წაუკიდეს ცეცხლი სამლოცველოს. მოკლულის ოჯახის წევრებმა და საერთოდ, ხალხმა წაუკიდა ცეცხლი მეჩეთს," - ამბობს "გურია ნიუსთან" ადგილობრივი მოლა ჰუმბერტ ალიევი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა