რატომ ემუქრებიან ქუთაისის მერიას "შავი ორშაბათით"?

რატომ ემუქრებიან ქუთაისის მერიას "შავი ორშაბათით"?

ქუთაისში, გუმათის დასახლებაში მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათ უამრავ პრობლემათა შორის, უმთავრესი გაზიფიცირება და კანალიზაციის პრობლემაა.

როგორც გუმათელებმა აღნიშნეს, მათი მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე ვერ მოხდა უბნის გაზიფიცირება, ასევე მათ არ აქვთ კანალიზაცია, რის გამოც ფეკალური მასები ქუჩაში იღვრება, მდგომარეობას კი ზაფხულის მოახლოება ართულებს.

გუმათელების პრობლემის გასაცნობად, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გუმათში იმყოფებოდნენ პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წევრები.

"ამ საუკუნეში მოსახლეობას ელემენტარული გაზის, კანალიზაციის და წყლის პრობლემას რომ ვერ მოუგვარებს ხალხს, მმართველობაზე ამბიცია აღარ უნდა გქონდეს. ჩვენ მივმართეთ მერიას და "სოკარგაზს", მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. ამიტომ ამ ხალხთან ერთად მოვუწოდებ მერიას, გამოიბერტყოს ყურები და საკუთარ ხალხს მოუსმინოს. თუ ეს პრობლემა ამ კვირაში არ მოგვარდება, მერიას შავ ორშაბათს გავუთენებთ, გადავკეტავთ გზებს, აქციით შევაფერხებთ მერიის, პარლამენტის და ყველა სამთავრობო სტრუქტურის მუშაობას", - განაცხადა "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარემ გოგი წულაიამ.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა