"ემუქრებიან ჩემს შვილებს, მკვლელებსა და მკვლელების შვილებს ეძახიან" - უდიდესი ტრაგედიის დრამატული გაგრძელება

"ემუქრებიან ჩემს შვილებს, მკვლელებსა და მკვლელების შვილებს ეძახიან" - უდიდესი ტრაგედიის დრამატული გაგრძელება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში მცხოვრებ გია ნათენაძეს გუშინ, 18 ივლისს, 15-მდე თანასოფლელი ქვებით მიუვარდა და სახლის ფანჯარა ჩაუმტვრია. როგორც გია ნათენაძე იხსენებს, ადგილობრივები მისი მისამართით ილანძღებოდნენ და ემუქრებოდნენ, რომ არ გაახარებდნენ, თუ სოფელს არ დატოვებდა. ძმის დახმარებით, რომელიც იმ დროს მას სტუმრობდა, გია ნათენაძემ სახლი გუშინვე დატოვა და თავს ახალციხეში, ძმის ოჯახში აფარებს.

ნათენაძის ოთხსულიან ოჯახს თანასოფლელები მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მათი ოჯახის ახლობელმა, გენადი ი-მ, 10 ივლისს, კარაბინის ტიპის იარაღით ბებია მელანია ქ. და მისი შვილიშვილი, კატერინა ნ. მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული გია ნათენაძის მეუღლის ძმაა. ნათენაძე და გარდაცვლილი მელანიას ძმა (ვის ოჯახში სტუმრობისასაც შემთხვევა მოხდა), კარის მეზობლები არიან.

როგორც ნათენაძე აცხადებს, მომხდარიდან რამდენიმე დღეში მას მთელი სოფელი დაუპირისპირდა: "შემომითვალეს, აიყარე ამ სოფლიდან და გადასახლდი, სულ ერთია არ გაგახარებთ, ყველაფერს გადაგიწვავთო. ემუქრებიან ჩემს შვილებსაც, მკვლელებსა და მკვლელების შვილებს ეძახიან. მკვლელობა ჩემმა ცოლის ძმამ ჩაიდინა, ნამდვილად საშინელება მოხდა, მესმის გამწარებული ხალხის, მაგრამ მე რა შუაში ვარ?! ცოლისძმას არც ველაპარაკებოდი, მასთან კონფლიქტი მქონდა".

ამავე სოფელში, გოგაშენში ცხოვრობს მკვლელობაში ბრალდებულის მეორე დის ოჯახიც. თანასოფლელები მათაც დაუპირისპირდნენ. ნათენაძისგან განსხვავებით, მათ მუქარას ვერ გაუძლეს და ერთი კვირაა სოფლიდან დროებით წალკაში გადასახლდნენ.

ერთი კვირაა სოფელი დატოვეს გია ნათენაძის მეუღლემ და შვილებმაც. "განსაკუთრებით მეუღლეზე აქვთ აგრესია, აქ ვეღარ გაჩერდებოდა, საშიში იყო", - ამბობს გია ნათენაძე.

მომხდარის შემდეგ პოლიცია იცავს ნათენაძის სახლსაც, თუმცა, გუშინ, ადგილობრივების შეჩერება ვერც პოლიციელებმა შეძლეს.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა