გორელი ქალბატონი ბოლო ერთ წელში პატრულმა 38 -ჯერ დააკავა

გორელი ქალბატონი ბოლო ერთ წელში პატრულმა 38 -ჯერ დააკავა

გორის ერთ-ერთ უბანში მცხოვრებ 35 წლამდე ასაკის ქალბატონ გ.კ-ს ადმინისტრაციული წესით 25 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მისი ადმინისტრაციული წესით დაკავების ეს უკვე 38-ე შემთხვევაა. აქედან 10-ჯერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის 166-ე მუხლი, ხოლო 28-ჯერ, ამავე კოდექსის 173-ე მუხლი წაუყენეს.

ბოლო შემთხვევა 2014 წლის 15 ივლისს მოხდა. საპატრულო პოლიციის განცხადებით, ქალბატონს მეზობლებმა უჩივლეს, რადგან, პატრულის თქმით, მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

"გზაზე მივდიოდი და ჩემმა ერთმა მეზობელმა ძაღლი წააქეზა ჩემს მიმართ, "ქს, ქს" - ამ ფრაზებით დამიქსია. ამის გამო ჩემს მეზობლებს ვუსაყვედურე. აქეთ დამიწყეს ჩხუბი. იძულებული გავხვდი, პატრული გამომეძახებინა. იმის მაგივრად, რომ ჩემი მეზობლები დაეკავებინათ, მე მოვხვდი აქ", - განაცხადა ქალბატონმა პროცესზე.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა