ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ცოლი და 3 წლის გოგონა გაუჩინარდნენ

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ცოლი და 3 წლის გოგონა გაუჩინარდნენ

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ ფაჩულიას ცოლ-შვილი გაუჩინარდა. ზურაბ ფაჩულია აცხადებს, რომ მისი მეუღლე ნათია ხინჩიაშვილი და 3 წლის შვილი ანასტასია ფაჩულია დასასვენებლად იმერეთში იმყოფებოდნენ, საიდანაც გუშინ, 17 საათისთვის დაბრუნდნენ. ამის შემდეგ ისინი არავის უნახავს.

ზურაბ ფაჩულია ფოთის პოლიციის სამმართველოში უკვე დაკითხეს. "მეუღლე და ბავშვი ბრუნდებოდნენ სოფლიდან ფოთში. ჩემმა მეუღლემ გზიდან დამირეკა და მითხრა, რომ მობილური უჯდებოდა და, როგორც კი მოვიდოდნენ სახლში, გადმომირეკავდა. ფიქსირდება, რომ ჩამოვიდნენ ფოთში და მას შემდეგ მათი კვალი იკარგება", - განაცხადა ზურაბ ფაჩულიამ.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა