"მამამ ბიჭები რომ დახოცა, შვილი ეუბნებოდა, ერთი გაიქცა და ისიც მოკალიო"

"მამამ ბიჭები რომ დახოცა, შვილი ეუბნებოდა, ერთი გაიქცა და ისიც მოკალიო"

ადიგენში მარიამობის დღესასწაულზე 26 წლის ვაჟა ნარიმანიშვილი, 20 წლის გიორგი და 24 წლის ბაჩუკი სირბილაძეები ამავე სოფლის მკვიდრმა, 42 წლის დავით კუბლაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. გარდაცვლილი ახალგაზრდების ახლობლებმა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსთან მდუმარე აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა მკვლელობაში ბრალდებული დავით კუბლაშვილის შვილის დასჯაა.

როგორც შეკრებილები ამბობენ, კუბლაშვილს მკვლელობის ჩადენის დროს შვილიც თან ახლდა. "ბიჭები რომ დახოცა, შვილი ეუბნებოდა, ერთი ბუჩქებში გაიქცა და ისიც მოკალიო. მერე მამამ შვილს უთხრა, გაიქეცი, რომ სუფთა გამოჩნდეო", - აცხადებს ადგილობრივი გელა სირბილაძე.

დანაშაულის მთავარი მონაწილე, რომ ბრალდებულის შვილია, ამაზე გარდაცვლილის ახლობლები და თანასოფლელები ერთხმად თანხმდებიან.

"მან გააუბედურა მამა, მან დაურეკა მამამისს, მცემენ და მიშველეო. ხომ შეიძლებოდა ეთქვა მამისთვის, ჩემი მეგობრები არიან, ერთად დავლიეთ და ნუ ხოცავ ამათო?! ინფორმაცია მოგვივიდა დანაშაული შვილს არ უმტკიცდებაო, არადა მამაზე მეტი დამნაშავე ისაა", - ამბობენ აქციის მონაწილეები.

ყარათუბნელები მდუმარე აქციების გამართვას გარდაცვლილების დასაფლავებამდე აპირებენ და თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა