ვინ არის და საიდან მოდის ხატია ვედმედევა?

ვინ არის და საიდან მოდის ხატია ვედმედევა?

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის ყოფილი გენერალური დირექტორი ხატია ვედმედევა თბილისის საქალაქო სასამართლომ თანამდებობაზე გასულ კვირას აღადგინა. ამ დროისათვის ხატია ვედმედევა თეატრში დასაბრუნებლად ემზადება.

ვედმედევა ქუთაისის საზოგადოებამ ქალაქის მერის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების დროს, ფართო საზოგადოებამ კი ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დირექტორად მოღვაწეობისას გაიცნო. მას ოპერის თეატრის ყოფილი თანამშრომლები ბიუჯეტის ხარჯზე სილამაზის სალონში ბიკინის ეპილაციის და სხვა პროცედურების გაკეთებას ედავებოდნენ. სწორედ შელახული იმიჯით ახსნა სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგი ჭიჭინაძემ ვედმედევას გათავისუფლების გადაწყვეტილება.

Topnews.com.ge-მ ხატია ვედმედევას პიროვნებისა და წარსულის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მოიპოვა.

ხატია ვედმედევა ძირძველ ქუთაისურ ოჯახში გაიზარდა. არის პეტრე ვედმედევის შვილიშვილი, რომელმაც სახელოვან ვახტანგ ჭაბუკიანთან ერთად საქართველოში საბალეტო სკოლისა და სასწავლებლის ჩამოყალიბებას ჩაუყარა საფუძველი და სასწავლებელს მისი კუთვნილი სახლი დაუთმო. ხატიას ბიძა ალექსანდრე ვედმედევი, რომელიც უძლიერესი ბოლერონია, 18 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა ოდესაში, ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორად. ამჟამად მოღვაწეობს ამერიკაში, სადაც ერთ-ერთი ქორეოგრაფიული აკადემიის რექტორია.

ხატიას მამა ვლადიმერ ვედმედევი ოპერის თეატრის საბალეტო დასში წამყვანი სოლისტი იყო. ხოლო დედა რუსუდან მამასახლისი 28 წლის მანძილზე მოღვაწეობდა და მღეროდა ოპერის თეატრში. ამ თეატრში აიდგა ფეხი და კულისებში მის დასთან ერთად გაიზრდა ხატია. ხატიას და მაია ვედმედევა-კინწურაშვილი კლინიკა "ლჯ"-ში ერთ-ერთ წამყვან ოჯახის ექიმად ითვლება.

ვედმდევას კი ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში არაერთხელ უსახელებია თავისი ქალაქი. ქალაქში მოწყობილ ყველა ღონისძიებას ხატია ხსნიდა. დაჯილდოვებული იყო სიმღერისა და ცეკვის ნიჭით.

90-იან წლებში მშობლებმა ხატია მის დასთან ერთად განათლების მისაღებად მოსკოვში წაიყვანეს, რადგან საქართველოში ამ დროს არეულობა იყო. ხატიამ მოსკოვში ოქროს მედალზე დაასრულა საშუალო სკოლა.

იხილეთ ვრცლად

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა