პანკისელი ბავშვები დანგრეულ სკოლებში სწავლობენ

პანკისელი ბავშვები დანგრეულ სკოლებში სწავლობენ

პანკისის ხეობის სოფლების, წინუბნისა და ქორეთის სკოლების მოსწავლეები ისევ ამორტიზირებულ შენობებში სწავლობენ. სოფელ წინუბნის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი სოფლის კლუბის შენობაში დაიწყეს. სოფელ ქორეთის სკოლის მოსწავლეები კი სასწავლო პროცესს ამორტიზირებულ შენობაში შეხვდნენ.

რამდენიმე წლის წინ არასამთავრობო ორგანიზაციამ "კახეთის რეგიონალური განვითარების ასოციაცია" წინუბნის სკოლის ერთ ოთახში სარემონტო სამუშაოები ჩაატარა, თუმცა სკოლაში სასწავლო პროცესის სრულფასოვნად ჩატარება შეუძლებელია. სოფელ წინუბნის 6-წლიან სკოლაში სულ 6 საკლასო ოთახია. ფანერებით გადატიხრულ საკლასო ოთახებს ფანჯრები არ გააჩნია, იატაკი ჩამტვრეულია და ბავშვებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. სკოლის ნესტიან შენობაში წლების მანძილზე ელექტროენერგია არ ყოფილა, სასმელ წყალს კი ყველა - ბავშვიც და პედაგოგიც ერთი ვედროდან სვამს.

"საკლასო ოთახებში სინესტეა. არც ფანჯრები აქვს, არც კარები, იატაკი ალაგ-ალაგ ჩამტვრეულია. ერთ ოთახში ამდენი ბავშვია და ღუმელი რომ დავდგათ, შეიძლება რომელიმე მოსწავლეს გარეთ, კარებთან, მოუწიოს დაჯდომა. ბავშვები ერთ ოთახში ვერ ეტევიან”, - განუცხადა knews.ge-ს სოფელ წინუბნის სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა მამუკა მაჩიტაძემ.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა