წვიმა საკლასო ოთახებში, ხვლიკები და მღრღნელები მერხებზე - წინუბნის სკოლა

წვიმა საკლასო ოთახებში, ხვლიკები და მღრღნელები მერხებზე - წინუბნის სკოლა

ვიწრო და ნესტიანი საკლასო ოთახები, ჩამტვრეული იატაკი, ჩამონგრეული კედლები, დაზიანებული სახურავი. ბავშვები მერხებზე ქვეწარმავლებს და მღრღნელებსაც ხვდებიან. წვიმის დროს საკლასო ოთახებში წყალი ჩადის. შენობაში არც ელექტროენერგიაა, არც სასმელი წყალი და არც ტუალეტი. პანკისის ხეობაში სოფელ წინუბნის 6 წლიანი სკოლის 73 მოსწავლე წყალს ერთი ვედროდან ერთი ჭიქით სვამს.

სკოლის შენობაში ექვსი საკლასო ოთახი და ერთი სამასწავლებლოა. კლასები ერთნამეთისგან ე.წ ფანერებით არის გაყოფილი.

"ძალიან სივიწროვეა. ყველა ბავშვი რომ მოდის, დასაჯდომი ადგილი არ არის, მითუმეტეს ზამთარში, როცა ღუმელიც დგას ოთახში. დიდი პრობლემაა მოსწავლეების კლასში გადაადგილებაც. კლასები ფანერებითაა გაყოფილი და გაკვეთილის დროს გვერდზე კლასებიდან ისეთი ხმაური გამოდის, ვჩუმდები ხოლმე, რომ ცოტა მიწყნარდნენ და მერე ვაგრძელებ. გარდა ამისა, საკლასო ოთახებში შუქი არ არის და ზამთარში ძალიან ჩაბნელებულია. ბავშვებს დაფიდან გადაწერა უჭირთ, ვერ ხედავენ. ან მე ვკარნახობ ან წიგნიდან იწერენ ხოლმე" - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს წინუბნის სკოლის მასწავლებელმა შორენა ქავთარაშვილმა.

მასწავლებლების თქმით, გაუმართავი საკვამურების გამო კვამლი კლასში შედის და ზამთარში გაკვეთილების ჩატარების დროს კარის გახსნა უწევთ.

"სკოლა რა ვითარებაშიც არის, ნახეთ. ყველაფერი ჩამტვრეულია. ტარაკანებითაა სავსე და ხვლიკები დადიან ზედ მერხებზე. ბავშვებს იმის სურვილი აღარ აქვთ, რომ გაკვეთილზე ისხდნენ. ზამთარში კვამლში სხედან და გაკვეთილებს ღია კარში უტარებენ. იმის მაგივრად რომ სიტუაცია გამოსწორდეს, დღითიდრე უარესდება", - ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი ლალი ალხანაშვილი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა