ლპობას გადარჩენილ წიგნებს ბიბილიოთეკის დარბაზში ვერ აბრუნებენ

ლპობას გადარჩენილ წიგნებს ბიბილიოთეკის დარბაზში ვერ აბრუნებენ

ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკის სარდაფში 2011 წელს დაზიანებული წიგნების ის ნაწილი, რომელიც გაფუჭებას გადაურჩა და დეზინფექცია ჩაუტარდა, ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ვერ შეაქვთ. წიგნები ამ დრომდე ახალციხის კულტურის სახლში ინახება.

ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ზაირა კელაპტრიშვილი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული დეზინფექცირებულმა წიგნებმა მკითხველის ჯანმრთელობაზე იმოქმედოს.

ის ამ საკითხზე პასუხისმგებლობას ბიბლიოთეკის მაშინდელ მენეჯერს აკისრებს.

"თავის დროზე ეს წიგნები რაღაც გაურკვეველი ხსნარით შეიწამლა, თან ისე, როგორც კარტოფილს წამლავენ. დეზინფექცია მარტო იატაკს, მაგიდებს და კედლებს უნდა ჩატარებოდა და არა წიგნებს.  საბიბლიოთეკო ფონდზე პასუხისმგებლობა, ყველა თანამშრომელთან ერთად, მენეჯერსაც ეკისრება", - ამბობს კელაპტრიშივილი.

რა ხსნარით დამუშავდა დაზიანებული წიგნები, არც ბიბლიოთეკის მაშინდელმა მენეჯერმა, თინათინ კაპანაძემ იცის. მისი თქმით, იმ პერიოდში ფეხმძიმედ იყო და პროცესისთვის თვალი არ უდევნებია.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა