2 წელი ბარბარე რაფალიანცის მკვლელობიდან - დედის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები

2 წელი ბარბარე რაფალიანცის მკვლელობიდან - დედის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები

10 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობიდან 2 წელი გავიდა. ის 2012 წლის 30 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნების წინა ღამეს მოკლეს. ბავშვი გაუჩინარებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს. ეს საქმე დღემდე არ არის გამოძიებული.

კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის სხვადასხვა დროს მიცემულ ინტერვიუებში ბავშვის დედის თათია მექერიშვილის ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა.

2012 წლის 3 ოქტომბერს, მკვლელობიდან მესამე დღეს მიცემულ ინტერვიუში, გოგონას დედა თათია მექერიშვილი ამბობს, რომ ბავშვი მარანში, წყლით სავსე ქვევრში პირველად მან ნახა.

"ბავშვს რომ ვაჭამე, ავედი მაღლა, კარებიც ჩავკეტე და კარიც თოკით დავკეტე. 5 წუთში ძაღლების ხმა მოისმა და დაბლა რომ ჩავედი, ყველაფერი გადმოყირავებული იყო, ლოგინი, ფარდები ჩამოწყვეტილი და ბავშვი აღარ იყო. როგორც თქვეს, მოიტაცესო, ზოგი იძახდა აბრუნებენო, ზოგი რას ამბობდა და ზოგი რას. რომ ვეძებდით, მარნის კარი იყო ღია. დილით მე დავაფარე ქვევრს დიდი ლოდი, ზუსტად ვიცი და დავინახე, რომ ახდილი იყო, ალბათ დედის ინსტიქტმა მიმიყვანა, რომ ჩემი შვილი იქ მკვდარი იწვა. მივედი და რას ვხედავ, ჩემი შვილი ამოტრიალებული გდია და თან მუჭები ჩაბღუჯული აქვს" - ყვებოდა მესამე დღეს მექერიშვილი.

2013 წლის 29 სექტემბერს, ბავშვის მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ, კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში თათია მექერიშვილი საწინააღმდეგო ჩვენებას იძლევა.

"მე მარანში აღმოვჩნდი მას შემდეგ, რაც ხმა გავიგე, ბავშვს გარეთ ნუ ეძებთ, ქვევრში ნახეთო. ვინ შევიდა მარანში პირველი, არვიცი. მე არ შევსულვარ. მე ხალხს შევყევი. მალევე გამიყვანეს გარეთ, პოლიციაც მოვიდა მემგონი მაგ დროს და კვალი არ წაიშალოს, გაიყვანეთ გარეთო" - განაცხადა მაშინ ბავშვის დედამ.

ამავე ინტერვიუში ბავშვის დედა მომხდარის დეტალებს იხსენებს:

"ბებომ დაგვიძახა, ამოდით, ვივახშმოთო. ვუთხარი, ბარბარეს დავაძინებ და ამოვალთ მეთქი. სანამ ჩემი მეუღლე გამოიცვლიდა, ბავშვის საჭმელი გავამზადე და როგორც მივეცი შეჭამა და დაიძინა. ავედით სავახშმოდ. სახლში ვიყავით მე, ჩემი მეუღლე, ბებია, პაპა და ჩემი დისშვილი გიგი. კოლაგში ვიყავით სამი თვე მე, მეუღლე და ბავშვი, ჩემი მეუღლე მუშაობდა და ამის გამო წავედით. ჩვენ პირველ სართულზე ვცხოვრობდით. მაღლა რომ ავედით, კარი გამოვკეტე, გარედან რკინის ჩასაკეტით ჩავკეტე. საჭმელად რომ დავსხედით, პაპამ ძაღლების ყეფა გაიგო, დაფნასთან იყეფებოდნენ გაბმულად. რა იყო ძაღლებო, რა მოგივიდათო, პაპაჩემმა გადახედა ფანჯრიდან. საჭმლის ჭამა ახალი დაწყებული გვქონდა და გამოვედი გარეთ, რომ ამ ხმაზე ბარბარეს ტირილი არ დაეწყო, ბავშვი სიცხიანი იყო. რომ გამოვედი ვერანდაზე, ბარბარეს ტირილი მომესმა. ჩავედი, ბოთლში 50 გრამი მაწონი ჰქონდა დარჩენილი, მივეცი ეს მაწონი. ქარი იყო და ვიფიქრე, ფანჯარასაც მივუკეტავ მეთქი, ფანჯრები მივკეტე. ფარდა გამოვაფარე, გარეთ კარებზე ლურჯი "პრეჟი" ეკიდა და იმით ჩამოვკიდე, რომ ძაღლები რომ აშვებულები იყვნენ, შიგნით არ შესულიყვნენ. ზევით ავედი ისევ. სავარაუდოდ 20 წუთი გავიდა, ჭამა თითქმის დამთავრებული გვქონდა კიდევ ძაღლების ხმა გავიგეთ, გაბმულად იყეფებოდნენ. ავდექი, ძაღლები იყეფებიან, ბავშვმა ხომ არ გაიღვიძა მეთქი. ვერანდიდან არ ჩანდა იმდენად კარები იყო ღია თუ რა. მარტო ჩავედი და პატარა "პლოშადკა" რომ არის, იქ როგორც ჩავედი დავინახე, რომ კარები იყო გახსნილი, პრეჟი გაწყვეტილი იყო, ფარდა ჩამოწყვეტილი, ერთი ფანჯარაც გახსნილი იყო - იხსენებდა მაშინ თათია მექერიშვილი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა