ირაკლი ხინთბა: აფხაზეთში ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების არ ჯერათ

ირაკლი ხინთბა: აფხაზეთში ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების არ ჯერათ

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ აფხაზებთან შერიგების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ირაკლი ხინთბას თქმით, ქართული მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებები არაერთხელ მოუსმენიათ ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის დროსაც.

"ეს შერიგება ძალიან უცნაურად აღიქმება ქართული მხარის მიერ. შერიგებისკენ მიმართული რეალური ნაბიჯების ნაცვლად, ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს მხრიდან ვხვდებოდით პროვოკაციებს, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დისკრიმინაციისკენ მიმარულ ქმედებებსა და ნაბიჯებს, რომლებიც ასევე გადადგმული იყო აფხაზეთის იზოლაციისკენ", - განმარტა ირაკლი ხინთბამ რუსული ტელეარხ "Lifenews-ისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ხინთბა აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ განცხადებებს გარესამყაროსთვის აკეთებს და არა აფხაზური საზოგადოებისათვის, რითაც იმის ჩვენება სურს, რომ "აფხაზეთი ჯიუტობს და არ სურს დათმობაზე წასვლა", საქართველო კი ღიაა კომპრომისებისთვის.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა