ლამბალოში 30 წლის ქალმა, რომელიც ქმრის ღალატში ამხილეს, თავი მოიკლა

ლამბალოში 30 წლის ქალმა, რომელიც ქმრის ღალატში ამხილეს, თავი მოიკლა

საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში 30 წლის ქალმა თავი მოიკლა. სოფლის რწმუნებულის, მახმუდ ალიევის ინფორმაციით, ქალი ქმრის ნათესავებმა ღალატში ამხილეს და ეს ამბავი მთელ სოფელში გაავრცელეს. მომხდარიდან ორ დღეში გოგონამ თავი ჩამოიხრჩო.

"დაახლოებით 2 კვირის წინ, ქმრის ნათესავებმა გაიგეს, რომ ქალი მეუღლეს ღალატობდა, ფოტოები გადაუღეს და სოფელში ყველას აჩვენეს. ბირჟებზე აჩერებდნენ მანქანას და სურათებს აჩვენებდნენ ხალხს, ეს ქალი ასეთიაო. ვეღარ გაუძლო ამას ქალმა, თავი ჩამოიხრჩო. ორი შვილი და ქმარი ჰყავდა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მახმუდ ალიევმა.

ჟურნალ "გზის" ინფორმაციით, ფოტოების ნახვის შემდეგ, ქმრის ნათესავებმა ქალს სოფლის ცენტრში სახალხოდ ცემეს. გოგონას მამა გამოესარჩლა და თქვა, რომ მისი შვილი მეუღლეს არ უღალატებდა, მამას ფოტოები აჩვენეს, რის შემდეგაც მან შვილი თავად მოკლა. ამ ინფორმაციას სოფელში არ ადასტურებენ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა