წაბილწეს თუ არა სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის დედის საფლავი ყარათუბნელებმა

წაბილწეს თუ არა სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის დედის საფლავი ყარათუბნელებმა

ყარათუბანში მარიამობის დღესასწაულზე სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის მამა, 74 წლის ტიხონე კუბლაშვილი, რომელსაც ტრაგედიის შემდეგ, სოფელი უკვე მეორედ დაატოვებინეს, თანასოფლელებს მეუღლის საფლავის დარბევასა და წაბილწვაში ადანაშაულებს.

"ორი წლის წინ გარდამეცვალა მეღლე და ეს ამბავი რომ მოხდა, საფლავის ქვა წააქციეს, კარი ჩამოგლიჯეს და საფლავი წაბილწეს", - აცხადებს "სამხრეთის კარიბჭესთან" ტიხონე კუბლაშვილი.

მისი თქმით, ყარათუბნელებმა მისი ნაკვეთებიც დაარბიეს, მოსავალი და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა კი გაანადგურეს. "ღობეები შემოხსნეს ნაკვეთს, იქ აღარც სიმინდი დატოვეს, აღარც ლობიო და კვახი. ყანაში ოთახი მქონდა ჩადგმული, იარაღები და შესაწამლი აპარატი იყო შიგ, ოთახიც დაარბიეს და დაახლოებით 2.000 ლარის საქონელიც გამინადგურეს", - ამბობს კუბლაშვილი.

ტიხონე კუბლაშვილის ინფორმაციით, სოფელი მისი სახლის გადაწვასაც აპირებს: "არავისთვის არაფერი დამიშავებია, სიკეთის მეტი წლების განმავლობაში არაფერი მიკეთებია. ახლაც მიკავშირდებიან სოფლიდან და თანაგრძნობას გამოხატავენ. არაფრით არ ვამართლებ ჩემი შვილის საქციელს, მაგრამ 44 წლის კაცი, რომ წყობილებიდან გამოიყვანეს აშკარაა".

იხილეთ ვრლად

სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა