22 წლის გოგონა პატრულ – ინსპექტორს გაუპატიურებასა და შანტაჟში ადანაშაულებს

22 წლის გოგონა პატრულ – ინსპექტორს გაუპატიურებასა და შანტაჟში ადანაშაულებს

22 წლის გოგონამ განცხადებით მიმართა შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და პროკურატურას. განმცხადებელი საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს პატრულ –ინსპექტორს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. გოგონა საჩივარში აღწერს, რომ გაუპატიურების შემდეგ პატრულ – ინსპექტორი მას აშანტაჟებდა, ემუქრებოდა, რომ სექსუალური ურთიერთობა ტელეფონით ჰქონდა გადაღებული და მასთან ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, ფოტოებს მისი მეუღლე ნახავდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების დაცვის გამო არ ამჟღავნებს გოგონას და საქმესთან დაკავშირებული სხვა რესპოდენტების ვინაობას. ამ ეტაპზე არ ვასაჯაროებთ პატრულ – ინსპექტორის ვინაობასაც და შესაბამისი ორგანოების მხრიდან რეაგირებას ველოდებით.

„2013 წლის სექტემბერში გავიცანი. რამდენიმე ადამიანი ვიყავით. მეგობარმა გამაცნო, ჩემი ნათესავიაო. იმ საღამოს დავლიეთ. ცუდი არაფერი მიფიქრია, ჩემი ახლობელიც იქ იყო. მოგვიანებით მარტო დავრჩით. ძალა იხმარა, წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ ვერ შევძელი, გამაუპატიურა. ვუთხარი, რომ ვუჩივლებდი, მაგრამ ვერ გავბედე. მეშინოდა ჩემს მეუღლეს არ გაეგო. შვილები მყავს და ოჯახის დანგრევა არ მინდოდა. მომდევნო დღეებში ისევ დამიკავშირდა. უკვე ვიცოდი, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყო. ვუთხარი, რომ აღარ დაერეკა, თორემ ვუჩივლებდი. თუ მიჩივლებ, შენი ქმარი ყველაფერს გაიგებსო. ვითარების გასარკვევად ისევ შევხვდი. შეხვედრისთანავე სექსუალური კავშირის დამყარება მოინდომა. უარი ვუთხარი. დამემუქრა, ფოტოები მაქვს გადაღებული და თუ არ გინდა შენმა ქმარმა ნახოს, ჩემთან ურთიერთობა უნდა გააგრძელოო. რომ მიჩივლო, არავინ დაგიჯერებსო. რამდენჯერმე მითხრა, მანქანას ისე დაგაჯახებ და მოგკლავ, ვერავინ ვერაფერს გაიგებსო. შემაშინა. ჩვენი ურთიერთობა მანამდე გაგრძელდა, სანამ ჩემმა მეუღლემ ტელეფონში მესიჯები არ ნახა. როცა მკითხა რა ხდებაო, ყველაფერი მოვუყევი. იმ ღამითვე სახლიდან წამოვედი. თავის მოკვლა მინდოდა, მაგრამ მეუღლის ოჯახის წევრებმა დამიჭირეს და მშობლებთან წამიყვანეს. მეორე დღეს ბავშვები წამოვიყვანე და მას შემდეგ ჩემს მშობლებთან ვცხოვრობ. პატრულზე შურისძიების მცდელობის გამო ჩემი მამამთილი რომ დააკავეს, განცხადებით შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და პროკურატურას მივმართე, ყველაფერი დეტალურად აღვწერე. სამინისტროში განცხადების შეტანიდან ერთი თვის შემდეგ დამიბარეს, პროკურატურაშიც გამომკითხეს და მას შემდეგ არანაირი რეაგირება არ ყოფილა“, – აღნიშნავს გოგონა.

წაიკითხეთ  სრულად ick.ge -ზე

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა