მოხეში მცხოვრები მუსლიმები ადიგენის პოლიციის განყოფილებასთან მივიდნენ

მოხეში მცხოვრები მუსლიმები ადიგენის პოლიციის განყოფილებასთან მივიდნენ

მოხეში მცხოვრები მუსლიმები და დაკავებულების ახლობლები ადიგენის პოლიციის განყოფილებასთან მივიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან , ვიდრე დაკავებულების გათავისუფლება არ მოხდება. ადიგენის რაიონის პოლიციის შენობაში სოფელ მოხეში მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული 14 ადგილობრივი მუსლიმი იმყოფება. სოფელ მოხეში პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირებისას დაკავებული პირებიდან 11 პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისათვის, სამი კი, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით არის დაკავებული.

სოფელ მოხეში მცხოვრები მუსლიმების ნაწილი ამ დრომდე შეკრებილია სოფლის ცენტრში კულტურის ყოფილი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუსლიმები აცხადებენ, რომ აღნიშნულ შენობაში რამდენიმე ათეული წლის წინ მეჩეთი იყო განთავსებული. მათ სამი თვის წინ ადგილობრივ ხელისუფლებას შენობის გადაცემის მოთხოვნით მიმართეს. თუმცა, ადგილობრივი მუსლიმების განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღნიშნულ შენობაში სოფლის რამდენიმე კულტურული უწყება, მათ შორის ბიბლიოთეკა უნდა განთავსდეს. მათივე თქმით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შესაბამისი დემონტაჟის სამუშაოები დაიწყო, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

კულტურის ყოფილი სახლის შენობასთან შეკრებილები არიან მოხეში მცხოვრები მართლმადიდებლები, რომლებიც მუსლიმების მოთხოვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ აღნიშნულ შენობაში მეჩეთი არ განთავსდება. ადგილობრივი მართლმადიდებლები ამბობენ, რომ რამდენიმე საუკუნის წინ სოფლის ცენტრში არსებული ნაგებობა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნოდა და წირვა ლოცვაც აღევლინებოდა.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა