ტყიბულში ყოფილი რაიკომის პირველ მდივანს ძეგლი დაუდგეს

ტყიბულში ყოფილი რაიკომის პირველ მდივანს ძეგლი დაუდგეს

ტყიბულში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სკვერში, ყოფილი რაიკომის პირველი მდივნის, კარლო ლომაძის ბიუსტი გაიხსნა. როგორც "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი ტყიბულიდან იტყობინება, "ტყიბულქალაქობის" ფარგლებში, ბიუსტის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამხარეო რწმუნებულის წარმომადგენელი დაესწრნენ. ბიუსტის შექმნა სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ფონდიდან დაფინანსდა.

კარლო ლომაძე 60-იან წლებში ტყიბულის რაიკომის პირველი მდივანი იყო. 90-იან წლებიდან ტყიბულში კარლო ლომაძის ქუჩა და მოედანიც არსებობს.

ტყიბულის საკრებულოს თავმდჯომარის, ბონდო კუბლაშვილის განცხადებით, კარლო ლომიძეს ტყიბულის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

"ქალაქში რაც კი შენობებია, თითქმის ყველა მისი აშენებულია, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ბიუსტი დავუდგათ", - განაცხადა ბონდო კუბლაშვილმა.

"ტყიბულქალაქობის" აღნიშვნას საფუძველი 1997 წელს ჩაეყარა და იგი პერიოდულად იმართებოდა.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა