ახალციხეში ბაღების გასათბობად მშობლებს შეშა სახლიდან მიაქვთ

ახალციხეში ბაღების გასათბობად მშობლებს შეშა სახლიდან მიაქვთ

ახალციხეში 8 საბავშვო ბაღია, მათგან ოთხი შეშით თბება. თუმცა მეორე კვირაა, მეორე საბავშვო ბაღში შეშა მშობლებს ჩანთებით მიაქვთ. ამბობენ, რომ ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობა ბაღებისთვის საწვავს შეიძენს, მანამდე ოთახებს სახლიდან წამოღებული შეშით გაათბობენ.

"ბაღებს შარშანდელი ნაშთი აქვთ დარჩენილი და იმით თბებიან. რომელ ბაღსაც არ ჰქონდა, ალბათ მშობლებთან ქონდათ ნათქვამი და იმარაგებენ. ეს არის ნებაყოფლობითი, დარწმუნებული ვარ, არცერთი მენეჯერი არ ავალებს, გინდა თუ არა მოიტანეთო", - ამბობს ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ბერიძე.

ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გასულ კვირას ინდმეწარმე ნუგზარ სანაგაძემ გაიმარჯვა, რომელსაც ბაღების მომარაგებისთვის ვადა 10 ნოემბრამდე აქვს.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა