"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციას კახეთიდან 1500-მდე მოქალაქე შემოუერთდება

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციას კახეთიდან 1500-მდე მოქალაქე შემოუერთდება

დღეს, თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციას კახეთიდანაც შემოუერთდებიან. რეგიონიდან აქციაზე დასასწრებად 1500 მოქალაქე გამოემგზავრა.

"ნაციონალური მოძრაობის" თელავის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, გუშინ მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა მიკროავტობუსების მძღოლები დააშინეს, რის გამოც მათ ხალხის მობილიზება ვერ მოახერხეს.

"გვაბრალებენ, რომ ხალხის წასაყვანად ფულს ვხარჯავთ, მაგრამ ეს არის ტყუილი. გუშინ კარდაკარ ჩამოიარეს და ყველას, ვისაც მიკროავტობუსი ჰყავდა, უთხრეს, არ წავეყვანეთ. ჩვენ  მსუბუქი ავტომობილებით მივდივართ", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა