"ავტობანის მშენებლობის გამო კერძო საკუთრება გაანადგურეს"

"ავტობანის მშენებლობის გამო კერძო საკუთრება გაანადგურეს"

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, იმ ტერიტორიაზე, სადაც ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა ხორციელდება, კერძო საკუთრება ნადგურდება. როგორც დაზარალებულის ადვოკატი მამუკა სიგუა აცხადებს, ავტობანის გამო მის დაცვის ქვეშ მყოფს მიწის ნაკვეთი და ტერიტორიაზე არსებული ხის სახლი უცნობმა პირებმა დაუნგრიეს.

"ტერიტორიაზე არსებული შენობა დანგრეულია, ხოლო აქ არსებული ნარგავები - ამოთხრილი. ეს ტერიტორია არის ქუთაისი-ნიკეას შემაკავშირებელ გზაზე, სადაც უნდა შემოვიდეს ავტომობილები. აქ აუდიტის სამსახური იყო მოსული და შეაფასეს ფართობი, თუმცა ჩვენ არანაირი ხელშეკრულება არ გაგვიფორმებია. მინდა განვაცხადო, რომ მოხდა სხვისი ქონების განზრახ განადგურება. ეს არის ხელისუფლების ხელწერა. დღეს, როცა ღარიბაშვილმა პომპეზურად გახსნა ეს მაგისტრალი, მინდა ხალხს ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი მოხდა ხალხის ქონების დაუკითხავად განადგურების ხარჯზე", - აცხადებს ადვოკატი მამუკა სიგუა.

იხილეთ ვრცლად

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა