სვანეთში უცხოელი ტურისტები, დედა-შვილი გააუპატიურეს - "გურია ნიუსი"

სვანეთში უცხოელი ტურისტები, დედა-შვილი გააუპატიურეს - "გურია ნიუსი"

"გურია ნიუსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სვანეთში ორი უცხოელი ტურისტი გააუპატიურეს. როგორც გამოცემა წერს, მესტიიდან უშგულში მიმავალი ტურისტები მოატყუეს, მულახის ხეობაში ერთ-ერთ დაკეტილ სახლში მიიყვანეს და გააუპატიურეს. "გურია ნიუსს" აღნიშნული ინფორმაცია ორმა დამოუკიდებელმა წყარომ დაუდასტურა. მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაზარალებული ტურისტები დედა-შვილი არიან, ერთ-ერთი მათგანი, საქართველოში მოქმედი უცხოური მისიის თანამშრომელია.

"გურია ნიუსის" შემთხვევის მონაწილე პირების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს შეგნებულად არ აქვეყნებს. გამოცემის რესპონდენტის ინფორმაციით, ტურისტების გაუპატიურების ფაქტს საგამოძიებო უწყებები შეგნებულად არ ამჟღავნებენ, რადგან ეს ტურისტების ნაკადის შემცირებას გამოიწვევს.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 2 კვირის წინ მოხდა. თუმცა აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო და უცხოური მისია კატეგორიულად უარყოფენ, შემთხვევას არც შესაბამის საელჩოში ადასტურებენ.

"ტურისტებს ზოგჯერ პრობლემები ექმნებათ, მაგრამ შეგვიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ ბოლო პერიოდში ჩვენთვის არავის მოუმართავს", - აცხადებენ მისიაში.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა